პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ჩვენი მიზანი რა იყო? ერთადერთი - მცირეშემოსავლიან მოსახლეობას დამატებით არ დააწვეს კისერზე ქონების გადასახადი - პაატა კვიჟინაძე ახალ კანონპროექტზე

საქართველოს პარლამენტი

პარლამენტმა ახალი საგადასახადო ინიციატივის განხილვა დაიწყო, რომელიც ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვრის გაუქმებას ითვალისწინებს. ცვლილების შედეგად, 81 000 მოქალაქეს ქონებაზე გადასახადი სრულად გაუუქმდება, ხოლო 100 000 ლარზე მეტი შემოსავლის შემთხვევაში განაკვეთი 1% იქნება. კანონპროექტს დაჩქარებული წესით განიხილავენ.

ჩვენი მიზანი რა იყო? ერთადერთი - მცირეშემოსავლიან მოსახლეობას დამატებით არ დააწვეს კისერზე ქონების გადასახადი - პაატა კვიჟინაძე ახალ კანონპროექტზე
რუსთავი 2

პარლამენტმა ახალი საგადასახადო ინიციატივის განხილვა დაიწყო. საუბარია ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვრის გაუქმებაზე. ინიციატივა დეპუტატებმა პირველი მოსმენით, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განიხილეს. დღესვე, საკითხი სესიაზე გადის.

ცვლილების შედეგად, 81 000 მოქალაქეს ქონების გადასახადი სრულად გაუუქმდება. 100 000 ლარზე მეტი შემოსავლის შემთხვევაში კი განაკვეთი 1% იქნება.

კანონპროექტს დაჩქარებული წესით განიხილავენ და კვირის ბოლომდე მიიღებენ.

"ჩვენი მიზანი რა იყო? ერთადერთი, რომ მცირეშემოსავლიან მოსახლეობას არ დააწვეს კიდევ კისერზე დამატებით ქონების გადასახადი და გავათავისუფლოთ ქონების გადასახადისგან. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ყოველწლიურად 10%-ით მატულობს ხელფასი, 61%-ით მოიმატა საჯარო სექტორში, კერძოში კიდევ უფრო მეტი მოიმატა, ძალოვნებში გაორმაგდა, და ორმოცზე ძალიან ბევრი ხალხი გავიდა, 40 000-ზე. ჩვენ არ ვთვლით, რომ ეს საკმარისია და ისინი შეძლებულები არიან. ამიტომ, ვთვლით, რომ 100 000 არის ის თანხა ამ ეტაპზე, რომელშიც განთავისუფლებული უნდა იყოს მოსახლეობა. ფიზიკურ პირებზეა აქ მხოლოდ საუბარი. რაც შეეხება, ვის ეხება, ეს არის, კიდევ ერთხელ, 22 მილიონ ლარზე მეტი თანხა იქნება და არ შევა ბიუჯეტში და, როგორც ვთქვი, 81 000 ოჯახს, რომელიც ასიათასობით ადამიანია", - განაცხადა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

7 სტატია
სამთავრობო 4ოპოზიციური 1ნეიტრალური 2
  1. BM.GEოპოზიციურიქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვრის გაუქმება, დიდი კანონპროექტის ნაწილია - პაატა კვიჟინაძე
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალურიქონების გადასახადის შესახებ ცვლილება ძალაში გამოქვეყნებისთანავე შევა - მისი მოქმედება გავრცელდება ქონების გადასახადზე, რომლის დეკლარირების ვალდებულება ფიზიკურ პირებს არაუგვიანეს 2026 წლის 1-ელი ნოემბრისა წარმოეშობათ
  3. ინტერპრესნიუსინეიტრალურიქონების გადასახადზე 40 000-ლარიანი ზღვრის გაუქმების ინიციატივას პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
  4. იმედინიუსისამთავრობოპარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებას, ერთიანი, 100 000-ლარიანი ზღვრის დაწესების შესახებ, რომლის ფარგლებში ფიზიკური პირი ქონების გადასახადისგან სრულად თავისუფლდება
  5. რუსთავი 2სამთავრობოპარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებას, ერთიანი, 100 000-ლარიანი ზღვრის დაწესების შესახებ, რომლის ფარგლებში ფიზიკური პირი ქონების გადასახადისგან სრულად თავისუფლდება
  6. POSTVსამთავრობოპარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებას, ერთიანი, 100 000-ლარიანი ზღვრის დაწესების შესახებ,
  7. რუსთავი 2სამთავრობოსაგადასახადო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს პარლამენტი, სავარაუდოდ, დღეს დაამტკიცებს
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
მამუკა ბარათაშვილი ქონების გადასახადზე: 81 000 გადამხდელს შეეხება ეს შეღავათი - მათ მიერ ბიუჯეტში გადასახდელი თანხა, დაახლოებით, 22 მილიონ ლარს შეადგენდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები