მამუკა ბარათაშვილი ქონების გადასახადზე: 81 000 გადამხდელს შეეხება ეს შეღავათი - მათ მიერ ბიუჯეტში გადასახდელი თანხა, დაახლოებით, 22 მილიონ ლარს შეადგენდა
საქართველოს პარლამენტში დაჩქარებული წესით განიხილება კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი უქმდება და 40 000-დან 100 000-მდე შემოსავლის მქონე ოჯახები სრულად თავისუფლდებიან ქონების გადასახადისაგან. ფინანსთა მინისტრის მოადგილის მამუკა ბარათაშვილის განცხადებით, შეღავათი 81 000 გადამხდელს შეეხება და ცვლილება პირველი ოქტომბრიდან ამოქმედდება.

81 000 პირი ქონების გადასახადისგან თავისუფლდება, 40 000-ლარიანი ზღვარი უქმდება. ქონების გადასახადს მხოლოდ 100 000 ლარზე მეტი შემოსავლის მქონე მოქალაქეები გადაიხდიან.
კანონპროექტის განხილვა პარლამენტში დაჩქარებული წესით მიმდინარეობს. ცვლილება პირველი ოქტომბრიდან ამოქმედდება.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის, მამუკა ბარათაშვილის განცხადებით, გამომდინარე იქიდან, რომ კანონპროექტი დაჩქარებული წესით განიხილება, ფიზიკური პირები აღნიშნული შეღავათით სარგებლობას წლევანდელი წლიდან მოახერხებენ.
"40 000-დან 100 000-მდე შემოსვლის მქონე ოჯახები სრულად გათავისუფლდებიან ქონების გადასახადისაგან. დღეის მდგომარეობით, 81 000 გადამხდელს შეეხება ეს შეღავათი, რომელთა ბიუჯეტში გადასახდელი თანხა შეადგენდა, დაახლოებით, 22 მილიონ ლარს. ამ ცვლილების განხორციელების შემთხვევაში, მათ ამ თანხის გადახდა აღარ მოუწევთ.
მნიშვნელოვანი ცვლილებები დაჩქარებული წესით არის ინიცირებული, რაც ნიშნავს იმას, რომ უკვე წელს მოახერხებენ ფიზიკური პირები ამ შეღავათით სარგებლობას", - განაცხადა მამუკა ბარათაშვილმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
ციტატები სტატიიდან
„40 000-დან 100 000-მდე შემოსვლის მქონე ოჯახები სრულად გათავისუფლდებიან ქონების გადასახადისაგან. დღეის მდგომარეობით, 81 000 გადამხდელს შეეხება ეს შეღავათი, რომელთა ბიუჯეტში გადასახდელი თანხა შეადგენდა, დაახლოებით, 22 მილიონ ლარს. ამ ცვლილების განხორციელების შემთხვევაში, მათ ამ თანხის გადახდა აღარ მოუწევთ. მნიშვნელოვანი ცვლილებები დაჩქარებული წესით არის ინიცირებული, რაც ნიშნავს იმას, რომ უკვე წელს მოახერხებენ ფიზიკური პირები ამ შეღავათით სარგებლობას“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…