პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებას, ერთიანი, 100 000-ლარიანი ზღვრის დაწესების შესახებ, რომლის ფარგლებში ფიზიკური პირი ქონების გადასახადისგან სრულად თავისუფლდება
საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით დაჩქარებული წესით მხარი დაუჭირა საგადასახადო კოდექსში ცვლილებას, რომლითაც ქონების გადასახადისგან თავისუფლების ერთიანი 100 000-ლარიანი ზღვარი დგინდება.

საქართველოს პარლამენტმა, პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 82 ხმით მხარი დაუჭირა "საქართველოს საგადასახადო კოდექსში" ცვლილებას.
კანონპროექტით უქმდება მოქმედი მრავალსაფეხურიანი სისტემა (40 000-ლარიანი ზღვარი და შესაბამისი განაკვეთები) და დგინდება ერთიანი, 100 000 ლარის ოდენობის შემოსავლის ზღვარი, რომლის ფარგლებშიც ფიზიკური პირი სრულად თავისუფლდება ქონების გადასახადისგან.
აღნიშნული ცვლილება ვრცელდება იმ ქონების გადასახადზე, რომლის დეკლარირება "საქართველოს საგადასახადო კოდექსის" შესაბამისად 2026 წელს უნდა განხორციელდეს.
მომხსენებლის, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, პაატა კვიჟინაძის განცხადებით, ცვლილება 81 000 ოჯახს შეეხება.
საკანონმდებლო ცვლილება ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
7 სტატიაქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვრის გაუქმება, დიდი კანონპროექტის ნაწილია - პაატა კვიჟინაძე
ქონების გადასახადის შესახებ ცვლილება ძალაში გამოქვეყნებისთანავე შევა - მისი მოქმედება გავრცელდება ქონების გადასახადზე, რომლის დეკლარირების ვალდებულება ფიზიკურ პირებს არაუგვიანეს 2026 წლის 1-ელი ნოემბრისა წარმოეშობათ
ჩვენი მიზანი რა იყო? ერთადერთი - მცირეშემოსავლიან მოსახლეობას დამატებით არ დააწვეს კისერზე ქონების გადასახადი - პაატა კვიჟინაძე ახალ კანონპროექტზე
ქონების გადასახადზე 40 000-ლარიანი ზღვრის გაუქმების ინიციატივას პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებას, ერთიანი, 100 000-ლარიანი ზღვრის დაწესების შესახებ, რომლის ფარგლებში ფიზიკური პირი ქონების გადასახადისგან სრულად თავისუფლდება
პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებას, ერთიანი, 100 000-ლარიანი ზღვრის დაწესების შესახებ,
საგადასახადო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს პარლამენტი, სავარაუდოდ, დღეს დაამტკიცებს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…