პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებას, ერთიანი, 100 000-ლარიანი ზღვრის დაწესების შესახებ,

საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით დაჩქარებული წესით განიხილა და მხარი დაუჭირა საგადასახადო კოდექსში შესატან ცვლილებებს, რომლითაც უქმდება მოქმედი მრავალსაფეხურიანი სისტემა და დგინდება ერთიანი 100 000-ლარიანი შემოსავლის ზღვარი ფიზიკური პირების ქონების გადასახადისგან სრულად გასათავისუფლებლად.

პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებას, ერთიანი, 100 000-ლარიანი ზღვრის დაწესების შესახებ,
POSTV

საქართველოს პარლამენტმა, პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 82 ხმით მხარი დაუჭირა „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებას.

კანონპროექტით უქმდება მოქმედი მრავალსაფეხურიანი სისტემა (40 000-ლარიანი ზღვარი და შესაბამისი განაკვეთები) და დგინდება ერთიანი, 100 000 ლარის ოდენობის შემოსავლის ზღვარი, რომლის ფარგლებშიც ფიზიკური პირი სრულად თავისუფლდება ქონების გადასახადისგან.

აღნიშნული ცვლილება ვრცელდება იმ ქონების გადასახადზე, რომლის დეკლარირება „საქართველოს საგადასახადო კოდექსის“ შესაბამისად 2026 წელს უნდა განხორციელდეს.

მომხსენებლის, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, პაატა კვიჟინაძის განცხადებით, ცვლილება 81 ათას ოჯახს შეეხება.

საკანონმდებლო ცვლილება ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

7 სტატია
სამთავრობო 4ოპოზიციური 1ნეიტრალური 2
  1. BM.GEოპოზიციურიქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვრის გაუქმება, დიდი კანონპროექტის ნაწილია - პაატა კვიჟინაძე
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალურიქონების გადასახადის შესახებ ცვლილება ძალაში გამოქვეყნებისთანავე შევა - მისი მოქმედება გავრცელდება ქონების გადასახადზე, რომლის დეკლარირების ვალდებულება ფიზიკურ პირებს არაუგვიანეს 2026 წლის 1-ელი ნოემბრისა წარმოეშობათ
  3. რუსთავი 2სამთავრობოჩვენი მიზანი რა იყო? ერთადერთი - მცირეშემოსავლიან მოსახლეობას დამატებით არ დააწვეს კისერზე ქონების გადასახადი - პაატა კვიჟინაძე ახალ კანონპროექტზე
  4. ინტერპრესნიუსინეიტრალურიქონების გადასახადზე 40 000-ლარიანი ზღვრის გაუქმების ინიციატივას პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
  5. იმედინიუსისამთავრობოპარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებას, ერთიანი, 100 000-ლარიანი ზღვრის დაწესების შესახებ, რომლის ფარგლებში ფიზიკური პირი ქონების გადასახადისგან სრულად თავისუფლდება
  6. რუსთავი 2სამთავრობოპარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებას, ერთიანი, 100 000-ლარიანი ზღვრის დაწესების შესახებ, რომლის ფარგლებში ფიზიკური პირი ქონების გადასახადისგან სრულად თავისუფლდება
  7. რუსთავი 2სამთავრობოსაგადასახადო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს პარლამენტი, სავარაუდოდ, დღეს დაამტკიცებს
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, ფიზიკურ პირებს ქონების გადასახადი დაეკისრებათ იმ შემთხვევაში, თუ მათი შემოსავალი 100 ათასი ლარიდან იწყებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები