ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვრის გაუქმება, დიდი კანონპროექტის ნაწილია - პაატა კვიჟინაძე
საქართველოს პარლამენტში ინიცირებული ცვლილებების მიხედვით, ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადისგან გათავისუფლების ზღვარი 40 000 ლარიდან 100 000 ლარამდე იზრდება. როგორც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ პაატა კვიჟინაძემ განმარტა, აღნიშნული ნორმა უფრო დიდი კანონპროექტის ნაწილია, რომელიც დაჩქარებული წესით განიხილეს, რათა მოსახლეობას მიმდინარე წელს ქონების გადასახადის გადახდა არ მოჰყვებოდა.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პაატა კვიჟინაძის განცხადებით, „საქართველოს საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებები, რომელიც ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვრის გაუქმებას ეხება, დიდი კანონპროექტის ნაწილია, რომელსაც ფინანსთა სამინისტრო ამზადებს. ამის შესახებ მან კომიტეტის სხდომაზე კანონპროექტის პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განხილვისას განაცხადა.
აღსანიშნია, რომ დეპუტატებმა „საქართველოს საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებები 4 წუთში განიხილეს და კითხვების გარეშე დაუჭირეს მხარი.
პაატა კვიჟინაძემ განმარტა, რომ ამ ნაწილის ამოღება და დაჩქარებით მოსმენა იმიტომ გახდა საჭირო, რომ 40 000-დან 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ფიზიკურ პირებს წელს ქონების გადასახადი აღარ გადაეხადათ.
„ეს არ არის საბოლოო ვარიანტი, ჩვენ ეს ამოვიღეთ დიდი კანონპროექტიდან, რომელიც მზადდება, რომ მოსახლეობას წელსვე შეხებოდა, რომ წელსვე არ დაბეგრილიყო. ფინანსთა სამინისტრო ამზადებს ამ კანონპროექტს, ცოტა გაიწელა, მაგრამ გასაგებია იმიტომ, რომ ეს ეხება ყველა ადამიანს პრაქტიკულად ზოგი განთავისუფლებული იქნება, ზოგი გადაიხდის ქონების გადასახადს. ამიტომ ეს ყველა ნიუანსი გასათვალისწინებელია, მათ შორის ადგილობრივი თვითმმართველობების შემოსავლებიც თვითონ პიროვნებას ვიღაცა შეიძლება ძალიან არ დაიტვირთოს ან არ გათავისუფლდეს და ასე შემდეგ.
ყოველ შემთხვევაში ეს კანონიც ფინანსთა სამინისტროდან წამოგვეწევა, მაგრამ ახლა ჩვენი მიზანი იყო, რომ აი, ნოემბერში არ გადაეხადა ხალხს ეს გადასახადი“, - განაცხადა კვიჟინაძემ.
ცნობისთვის, "ქართული ოცნების" დეპუტატების მიერ წარდგენილი კანონპროექტის მიხედვით, ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადისგან გათავისუფლების ზღვარი 40 000 ლარიდან 100 000 ლარამდე იზრდება. შესაბამისი ცვლილება საგადასახადო კოდექსში მომზადებულ კანონპროექტშია გათვალისწინებული, რომელიც პარლამენტში ქართული ოცნების დეპუტატებმა დღეს დააინიცირეს. ამ ცვლილებით 40 000 - 100 000 ლარამდე წლიური შემოსავლის მქონე ფიზიკურ პირებს ქონების გადასახადის გადახდის ვალდებულება აღარ ექნებათ. ცვლილება დაახლოებით 81 ათას გადამხდელს შეეხება.
კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, მოქმედი წესით 40 000 ლარამდე წლიური შემოსავლის მქონე ოჯახები ქონების გადასახადისგან გათავისუფლებულები არიან, ხოლო 40 000-დან 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისთვის გადასახადის განაკვეთი ქონების საბაზრო ღირებულების 0.05%-დან 0.2%-მდე განისაზღვრება. 100 000 ლარზე მეტი შემოსავლის შემთხვევაში მოქმედი განაკვეთი 0.8%-დან 1%-მდეა.
ცვლილების შემდეგ 40 000-დან 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე პირები ამ გადასახადს აღარ გადაიხდიან. ამ კატეგორიისთვის არსებული საგადასახადო ვალდებულება, 2025 წლის დეკლარაციების მიხედვით, ჯამურად 22.3 მილიონ ლარს შეადგენდა. შესაბამისად, კანონპროექტის ამოქმედების შემთხვევაში მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებში სწორედ ამ მოცულობის შემოსავალი აღარ შევა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- ინტერპრესნიუსიქონების გადასახადის შესახებ ცვლილება ძალაში გამოქვეყნებისთანავე შევა - მისი მოქმედება გავრცელდება ქონების გადასახადზე, რომლის დეკლარირების ვალდებულება ფიზიკურ პირებს არაუგვიანეს 2026 წლის 1-ელი ნოემბრისა წარმოეშობათ
- რუსთავი 2ჩვენი მიზანი რა იყო? ერთადერთი - მცირეშემოსავლიან მოსახლეობას დამატებით არ დააწვეს კისერზე ქონების გადასახადი - პაატა კვიჟინაძე ახალ კანონპროექტზე
- ინტერპრესნიუსიქონების გადასახადზე 40 000-ლარიანი ზღვრის გაუქმების ინიციატივას პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
- იმედინიუსიპარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებას, ერთიანი, 100 000-ლარიანი ზღვრის დაწესების შესახებ, რომლის ფარგლებში ფიზიკური პირი ქონების გადასახადისგან სრულად თავისუფლდება
- რუსთავი 2პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებას, ერთიანი, 100 000-ლარიანი ზღვრის დაწესების შესახებ, რომლის ფარგლებში ფიზიკური პირი ქონების გადასახადისგან სრულად თავისუფლდება
- POSTVპარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებას, ერთიანი, 100 000-ლარიანი ზღვრის დაწესების შესახებ,
- რუსთავი 2საგადასახადო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს პარლამენტი, სავარაუდოდ, დღეს დაამტკიცებს
ციტატები სტატიიდან
„ეს არ არის საბოლოო ვარიანტი, ჩვენ ეს ამოვიღეთ დიდი კანონპროექტიდან, რომელიც მზადდება, რომ მოსახლეობას წელსვე შეხებოდა, რომ წელსვე არ დაბეგრილიყო. ფინანსთა სამინისტრო ამზადებს ამ კანონპროექტს, ცოტა გაიწელა, მაგრამ გასაგებია იმიტომ, რომ ეს ეხება ყველა ადამიანს პრაქტიკულად ზოგი განთავისუფლებული იქნება, ზოგი გადაიხდის ქონების გადასახადს. ამიტომ ეს ყველა ნიუანსი გასათვალისწინებელია, მათ შორის ადგილობრივი თვითმმართველობების შემოსავლებიც თვითონ პიროვნებას ვიღაცა შეიძლება ძალიან არ დაიტვირთოს ან არ გათავისუფლდეს და ასე შემდეგ. ყოველ შემთხვევაში ეს კანონიც ფინანსთა სამინისტროდან წამოგვეწევა, მაგრამ ახლა ჩვენი მიზანი იყო, რომ აი, ნოემბერში არ გადაეხადა ხალხს ეს გადასახადი“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…