პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ქონების გადასახადზე 40 000-ლარიანი ზღვრის გაუქმების ინიციატივას პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

ქართული ოცნება

პარლამენტმა პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი ქონების გადასახადზე 40 000-ლარიანი ზღვრის გაუქმებას და ერთიანი 100 000 ლარის ოდენობის შემოსავლის ზღვრის დაწესებას. ცვლილებები, რომლებსაც პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს, შეეხება იმ ფიზიკურ პირებს, რომელთა წლიური შემოსავალი 40 000-დან 100 000 ლარამდეა და ისინი ქონების გადასახადისგან სრულად გათავისუფლდებიან.

ქონების გადასახადზე 40 000-ლარიანი ზღვრის გაუქმების ინიციატივას პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
ინტერპრესნიუსი

ქონების გადასახადზე 40 000-ლარიანი ზღვრის გაუქმების ინიციატივას პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ „საგადასახადო კოდექსში“ მომზადებული ცვლილებების პროექტი 82-ხმით, ერთხმად მიიღეს. საკითხს პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს - „საგადასახადო კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებებს 30 სექტემბრის პლენარულ სხდომაზე მეორე და მესამე მოსმენით უყრიან კენჭს. პროექტი გამოქვეყნებისთანავე ძალაში შევა.

საგადასახადო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, ქონების გადასახადზე 40 000-ლარიანი ზღვარი უქმდება და ერთიანი - 100 000 ლარის ოდენობის შემოსავლის ზღვარი დგინდება. შესაბამისად, 40 000-დან 100 000 ლარამდე წლიური შემოსავლის მქონე ფიზიკური პირები ქონების გადასახადის გადახდის ვალდებულებისგან სრულად გათავისუფლდებიან.

„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, ქონების გადასახადთან დაკავშირებული ცვლილება დაახლოებით 81 ათას გადამხდელს შეეხება, რომელთა მიმართ დარიცხული გადასახადი 2025 წელს 22.3 მილიონ ლარს შეადგენდა.

ჯერ კიდევ მოქმედი საგადასახადო რეგულაციის მიხედვით, 40 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახები ქონების გადასახადისგან გათავისუფლებული არიან. 40 000-დან 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისთვის გადასახადის განაკვეთი ქონების ღირებულების 0.05%-დან 0.2%-მდე მერყეობს, ხოლო 100 000 ლარზე მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისთვის - 0.08%-დან 1%-მდე.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

7 სტატია
სამთავრობო 5ოპოზიციური 1ნეიტრალური 1
  1. BM.GEოპოზიციურიქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვრის გაუქმება, დიდი კანონპროექტის ნაწილია - პაატა კვიჟინაძე
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალურიქონების გადასახადის შესახებ ცვლილება ძალაში გამოქვეყნებისთანავე შევა - მისი მოქმედება გავრცელდება ქონების გადასახადზე, რომლის დეკლარირების ვალდებულება ფიზიკურ პირებს არაუგვიანეს 2026 წლის 1-ელი ნოემბრისა წარმოეშობათ
  3. რუსთავი 2სამთავრობოჩვენი მიზანი რა იყო? ერთადერთი - მცირეშემოსავლიან მოსახლეობას დამატებით არ დააწვეს კისერზე ქონების გადასახადი - პაატა კვიჟინაძე ახალ კანონპროექტზე
  4. იმედინიუსისამთავრობოპარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებას, ერთიანი, 100 000-ლარიანი ზღვრის დაწესების შესახებ, რომლის ფარგლებში ფიზიკური პირი ქონების გადასახადისგან სრულად თავისუფლდება
  5. რუსთავი 2სამთავრობოპარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებას, ერთიანი, 100 000-ლარიანი ზღვრის დაწესების შესახებ, რომლის ფარგლებში ფიზიკური პირი ქონების გადასახადისგან სრულად თავისუფლდება
  6. POSTVსამთავრობოპარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებას, ერთიანი, 100 000-ლარიანი ზღვრის დაწესების შესახებ,
  7. რუსთავი 2სამთავრობოსაგადასახადო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს პარლამენტი, სავარაუდოდ, დღეს დაამტკიცებს
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
შალვა პაპუაშვილი – 81 000 პირი ქონების გადასახადისგან თავისუფლდება, ცვლილება პირველი ოქტომბრიდან ამოქმედდება და მიმდინარე წელს შესავსებ ქონების დეკლარაციებსაც შეეხებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები