ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საფრანგეთის კულტურის ყოფილ მინისტრს 4-წლიანი პატიმრობა ემუქრება

საფრანგეთის ფინანსურმა პროკურატურამ ქვეყნის კულტურის ყოფილი მინისტრის, რაშიდა დატის წინააღმდეგ მიმდინარე კორუფციულ საქმეზე 4-წლიანი პატიმრობა მოითხოვა. საქმე ეხება 2009 წელს კარლოს გონთან გაფორმებულ საადვოკატო ხელშეკრულებას, რომელიც, პროკურატურის შეფასებით, ევროპარლამენტში ლობისტურ საქმიანობას ფარავდა.

საფრანგეთის კულტურის ყოფილ მინისტრს 4-წლიანი პატიმრობა ემუქრება
საფრანგეთის კულტურის ყოფილ მინისტრს 4-წლიანი პატიმრობა ემუქრებარუსთავი 2

საფრანგეთის ფინანსურმა პროკურატურამ კულტურის ყოფილი მინისტრის, რაშიდა დატის წინააღმდეგ მიმდინარე კორუფციულ საქმეზე, სასჯელის სახით, 4-წლიანი პატიმრობა მოითხოვა - აქედან ორწლიანი შინაპატიმრობა ელექტრონული სამაჯურით და 5 წლით არჩევნებში მონაწილეობისა და საჯარო თანამდებობის დაკავების აკრძალვა.

თუ სასამართლო პროკურატურის მოთხოვნას დააკმაყოფილებს, ის პარიზის მე-7 ოლქის მერის მანდატს დაკარგავს.

საქმე ეხება 2009 წელს დატისა და კარლოს გონს შორის გაფორმებულ საადვოკატო ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც, ყოფილ მინისტრს წლიურად 300 000 ევროს უხდიდნენ.

პროკურატურის შეფასებით, საადვოკატო კონტრაქტით შეინიღბა 2009-2013 წლებში ლობისტური საქმიანობა ევროპარლამენტში რენო ნისანის ინტერესების სასარგებლოდ, რაც ევროპარლამენტარის მანდატთან შეუთავსებელი იყო.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
საფრანგეთში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე, პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენაწაიკითხე

უახლესი ამბები