ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

ყოფილი ევროპარლამენტარის წინააღმდეგ კორუფციის ბრალდებით სასამართლო პროცესები მიმდინარეობს - რა ბიზნეს ლობირებდა 900 000 ევროს სანაცვლოდ საფრანგეთის ერთ-ერთი გავლენიანი პოლიტიკოსი

საფრანგეთის ეროვნულმა ფინანსურმა პროკურატურამ ყოფილი მინისტრისა და პარიზის მე-7 ოლქის მერის, რაშიდა დატის წინააღმდეგ კორუფციისა და ლობიზმის საქმეზე 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა. გამოძიების თანახმად, საქმე ეხება 2009-2013 წლებში Renault-Nissan-ის ხელმძღვანელთან, კარლოს გონთან გაფორმებულ კონტრაქტს, რომლითაც, პროკურატურის შეფასებით, ევროპარლამენტში კომპანიის ინტერესების ლობირება შეინიღბა. ბრალდებულები ბრალს უარყოფენ.

ყოფილი ევროპარლამენტარის წინააღმდეგ კორუფციის ბრალდებით სასამართლო პროცესები მიმდინარეობს - რა ბიზნეს ლობირებდა 900 000 ევროს სანაცვლოდ საფრანგეთის ერთ-ერთი გავლენიანი პოლიტიკოსი
ყოფილი ევროპარლამენტარის წინააღმდეგ კორუფციის ბრალდებით სასამართლო პროცესები მიმდინარეობს - რა ბიზნეს ლობირებდა 900 000 ევროს სანაცვლოდ საფრანგეთის ერთ-ერთი გავლენიანი პოლიტიკოსირუსთავი 2

მოქმედი ფრანგი მაღალჩინოსნის წინააღმდეგ კორუფციის ბრალდებით სასამართლო პროცესები მიმდინარეობს. რაშიდა დატის, რომელიც ნიკოლა სარკოზის მმართველობის დროს იუსტიციის მინისტრი იყო, ემანუელ მაკრონის გუნდში კი კულტურის მინისტრის თანამდებობას იკავებდა და ახლა პარიზის მე-7 ოლქის მერის მანდატი აქვს, საფრანგეთის ეროვნულმა ფინანსურმა პროკურატურამ კორუფციასა და ლობიზმში დასდო ბრალი.

პროკურატურის ინფორმაციით, საქმე ეხება 2009 წელს რაშიდა დატისა და Renault-Nissan-ის ყოფილი ხელმძღვანელს, კარლოს გონს შორის გაფორმებულ საადვოკატო ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც ყოფილ მინისტრს წლიურად 300 000 ევროს უხდიდნენ. პროკურატურის შეფასებით, საადვოკატო კონტრაქტით შეინიღბა ლობისტური საქმიანობა ევროპარლამენტში Renault-Nissan-ის ინტერესების სასარგებლოდ 2009-2013 წლებში, რაც ევროპარლამენტარის მანდატთან შეუთავსებელი იყო. გამოძიების ინფორმაციით, ლობისტური საქმიანობისთვის რაშიდა დატიმ სულ 900 000 ევრო მიიღო.

თავად რაშიდა დატი ბრალდებას უარყოფს და ამტკიცებს, რომ ის ჩვეულებრივ საადვოკატო საქმიანობას ეწეოდა. საფრანგეთის ეროვნულმა ფინანსურმა პროკურატურამ კი კულტურის ყოფილი მინისტრის წინააღმდეგ მიმდინარე კორუფციულ საქმეზე სასჯელის სახით 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა. დაცვის მხარისთვის განსაკუთრებით მიუღებელი რაშიდა დატისტვის საჯარო თანამდებობის დაკავების აკრძალვა აღმოჩნდა.

პროკურატურამ ასევე 4 წლით პატიმრობა მოითხოვა Renault-Nissan-ის ყოფილი ხელმძღვანელის, კარლოს გონის მიმართ, რომელიც ლიბანშია გაქცეული. სახელმწიფო ბრალდება სასამართლოსგან ასევე მოითხოვს მისი დაპატიმრების ორდერის ძალაში დატოვებას.

თუ სასამართლო პროკურატურის მოთხოვნას დააკმაყოფილებს, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ყოფილი ევროპარლამენტარი, საფრანგეთის იუსტიციისა და კულტურის ყოფილი მინისტრი, რაშიდა დატი დაკარგავს პარიზის მე-7 ოლქის მერის მანდატს და ვეღარ შეძლებს მაგისტრატურაში დაბრუნებას.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.