ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ბულგარეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერს, ატანას პეკანოვს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ბულგარეთის ვიცე-პრემიერ ატანას პეკანოვს შეხვდა, სადაც მხარეებმა სავაჭრო პარტნიორობა, ევროკავშირთან დიალოგი და შავი ზღვის უსაფრთხოება განიხილეს.

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ბულგარეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერს, ატანას პეკანოვს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. აღინიშნა, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის ბულგარეთი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია და ქვეყნებს შორის ურთიერთობის განვითარებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს.
საუბარი შეეხო მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს და სტაბილურობის მნიშვნელობას შემდგომი განვითარების საკითხში.
შეხვედრაზე განხილულ იქნა ევროკავშირთან ურთიერთობები და აღინიშნა დიალოგის აუცილებლობა.
ყურადღება გამახვილდა ასევე შავ ზღვაზე თანამშრომლობის და უსაფრთხოების საკითხებზე და სხვადასხვა რეგიონების დაკავშირებადობის განვითარებაზე.
შეხვედრის დასასრულს საუბარი შეეხო სამომავლო გეგმებს და გამოითქვა ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების მზაობა.
ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატიამაკა ბოჭორიშვილი ბულგარეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ველისლავა პეტროვა-ჩამოვას შეხვდა
მაკა ბოჭორიშვილი ბულგარეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ველისლავა პეტროვა-ჩამოვას შეხვდა
ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ბულგარეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერს, ატანას პეკანოვს შეხვდა
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…