კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის მიწვევით, მაკა ბოჭორიშვილი უკრაინის თემაზე გამართულ კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი კანადის მიწვევით მონაწილეობს ტორონტოში გამართულ უკრაინის თემაზე კონფერენციაში, სადაც ასევე დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები.

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის მიწვევით, 28-29 სექტემბერს მონაწილეობას მიიღებს ღონისძიებაში სახელწოდებით – „გზები მშვიდობისკენ: მეორე საერთაშორისო კონფერენცია უკრაინელი ბავშვების, დაკავებული სამოქალაქო პირებისა და სამხედრო ტყვეების დაბრუნების საკითხზე“.
ღონისძიების ფარგლებში, დაგეგმილია საგარეო საქმეთა მინისტრის ორმხრივი შეხვედრებიც.
კანადაში საქართველოს ელჩის, სალომე ქურასბედიანის განცხადებით, მაკა ბოჭორიშვილი სიტყვით მიმართავს კონფერენციის მონაწილეებს, გაიმართება შეხვედრა ანადელ კოლეგასთან.
„დღეს ტორონტოში, კანადის ორგანიზებით, იმართება საერთაშორისო კონფერენცია უკრაინის საკითხზე, რომელსაც ესწრებიან სხვადასხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები. კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის ოფიციალური მოწვევის საფუძველზე, კონფერენციას ესწრება ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი. კონფერენციის ფარგლებში, იგი სიტყვით მიმართავს დამსწრე საზოგადოებას და აგრეთვე, გაიმართება შეხვედრა მის კანადელ კოლეგასთან. ბუნებრივია, ეს შეხვედრა მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის მაღალი პოლიტიკური დიალოგისა და ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისთვის. ზოგადად, ჩვენი ქვეყანა მტკიცე მხარდამჭერია უკრაინის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და ჩვენი ქვეყნის მონაწილეობა ასეთ უმაღლეს დონეზე კიდევ ერთხელ ადასტურებს ამ ფაქტს“, – განაცხადა ქურასბედიანმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- ინტერპრესნიუსიმაკა ბოჭორიშვილი კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის მიწვევით უკრაინელი ბავშვების, დაკავებული მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამხედრო ტყვეების დაბრუნებისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას
- იმედინიუსიმაკა ბოჭორიშვილი, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის მიწვევით, მონაწილეობას მიიღებს უკრაინელი ბავშვების, დაკავებული მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამხედრო ტყვეების დაბრუნებისადმი მიძღვნილ მეორე საერთაშორისო კონფერენციაში
- რუსთავი 2მაკა ბოჭორიშვილი კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის მიწვევით მონაწილეობას მიიღებს უკრაინელი ბავშვების, დაკავებული მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამხედრო ტყვეების დაბრუნებისადმი მიძღვნილ მეორე საერთაშორისო კონფერენციაში
- BM.GEმაკა ბოჭორიშვილი ტორონტოში უკრაინელი ბავშვებისა და ტყვეების დაბრუნებისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას
- POSTVმაკა ბოჭორიშვილი, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის მიწვევით, მონაწილეობას მიიღებს უკრაინელი ბავშვების,
- რუსთავი 2მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს იძულებითი გადაადგილება, ოჯახებთან განშორება და საზოგადოების ერთმანეთისგან გახლეჩით გამოწვეული ტკივილი
- პირველი არხიმაკა ბოჭორიშვილი – ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს იძულებითი გადაადგილება, ოჯახებთან განშორება, ეს გამოცდილება განამტკიცებს საქართველოს რწმენას, რომ საერთაშორისო სამართალი უნდა ქმნიდეს ერთობლივი რეაგირების საფუძველს
- იმედინიუსიმაკა ბოჭორიშვილი: ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს იძულებითი გადაადგილება, ოჯახებთან განშორება და საზოგადოების ერთმანეთისგან გახლეჩით გამოწვეული ტკივილი
- იმედინიუსიმაკა ბოჭორიშვილი კანადაში ვიზიტზე: ეს ჩვენთვის იყო შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ გაგვეჟღერებინა, თუ რას აკეთებს საქართველო იმისთვის, რომ მხარი დაუჭიროს საერთაშორისო წესრიგს, უკრაინას, უკრაინელ ხალხს და რა ძალისხმევას აკეთებს იმისთვის, რომ უკრაინელი ბავშვებისთვის გარკვეული ნაბიჯები გადადგას
- რუსთავი 2მაკა ბოჭორიშვილმა ტორონტოში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
ციტატები სტატიიდან
„დღეს ტორონტოში, კანადის ორგანიზებით, იმართება საერთაშორისო კონფერენცია უკრაინის საკითხზე, რომელსაც ესწრებიან სხვადასხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები. კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის ოფიციალური მოწვევის საფუძველზე, კონფერენციას ესწრება ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი. კონფერენციის ფარგლებში, იგი სიტყვით მიმართავს დამსწრე საზოგადოებას და აგრეთვე, გაიმართება შეხვედრა მის კანადელ კოლეგასთან. ბუნებრივია, ეს შეხვედრა მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის მაღალი პოლიტიკური დიალოგისა და ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისთვის. ზოგადად, ჩვენი ქვეყანა მტკიცე მხარდამჭერია უკრაინის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და ჩვენი ქვეყნის მონაწილეობა ასეთ უმაღლეს დონეზე კიდევ ერთხელ ადასტურებს ამ ფაქტს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…