პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტებმა რეგიონებში მოქმედ სანერგე მეურნეობებს სარგავი მასალის სერტიფიცირების მოთხოვნები გააცნეს

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტები გურიის, სამეგრელოსა და იმერეთის სანერგე მეურნეობებს სარგავი მასალის სავალდებულო სერტიფიცირების წესებსა და CAC კატეგორიის მოთხოვნებს აცნობენ.

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტებმა რეგიონებში მოქმედ სანერგე მეურნეობებს სარგავი მასალის სერტიფიცირების მოთხოვნები გააცნეს
რუსთავი 2

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სტანდარტების სამსახურის სპეციალისტებმა სამუშაო შეხვედრები განახორციელეს გურიის, სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონებში, კერძოდ, ლანჩხუთის, ოზურგეთის, ხობის, სენაკის, ზუგდიდის, წალენჯიხის, ხონისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტებში მოქმედ სანერგე მეურნეობებში.

შეხვედრების ფარგლებში სანერგე მეურნეობების წარმომადგენლებს გააცნეს სარგავი მასალის სავალდებულო სერტიფიცირების მოთხოვნები, პროცედურები და მიკვლევადობის უზრუნველსაყოფად საჭირო დოკუმენტაციის წარმოების წესები.

სამუშაო შეხვედრების დროს სპეციალისტებმა ადგილზე შეაფასეს სანერგე მეურნეობებში არსებული მდგომარეობა და სარგავი მასალის შესაბამისობა CAC კატეგორიისთვის დადგენილ მოთხოვნებთან. ფერმერებთან განიხილეს სერტიფიცირების პროცესში არსებული პრაქტიკული საკითხები და ხარისხიანი სარგავი მასალის წარმოებისთვის აუცილებელი პირობები.

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი სანერგე მეურნეობების კვალიფიკაციის ამაღლებასა და სარგავი მასალის სერტიფიცირების მიმართულებით მუშაობას აგრძელებს. აღნიშნული პროცესი მიზნად ისახავს სარგავი მასალის ხარისხის გაუმჯობესებას, მისი წარმომავლობისა და ხარისხის მიკვლევადობის უზრუნველყოფას და ბაზარზე სერტიფიცირებული სარგავი მასალის ხელმისაწვდომობის ზრდას.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
აგროსერვის ცენტრის წარმომადგენლები სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის საქმიანობას გაეცნენწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები