პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სამტრედიაში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინა

სურსათის ეროვნული სააგენტო

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სამტრედიაში, სოფელ დიდ ჯიხაიშში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინა, სადაც კრიტიკული შეუსაბამობები და ტექნოლოგიური დარღვევებით დამზადებული ყველი დააფიქსირა. ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ, პროდუქცია დაილუქა, ხოლო წარმოება შეჩერდა.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სამტრედიაში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინა
იმედინიუსი

იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში სამტრედიაში ყველის საწარმოები შეამოწმეს. ინსპექტირების შედეგად, ფიზიკური პირების დ. ხ.-ის (მისამართი: სამტრედია, სოფელი დიდი ჯიხაიში) და მ. ჭ. -ის (მისამართი: სამტრედია, სოფელი დიდი ჯიხაიში, ნიკო ნიკოლაძის ქუჩა N6.) კუთვნილ საწარმოებში კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა.

ამავდროულად აღმოჩნდა, რომ ბიზნესოპერატორები სააგენტოს სავალდებულო აღიარების გარეშე საქმიანობდნენ და არ იყვნენ რეგისტრირებული ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში. ობიექტებზე აღმოჩნდა ტექნოლოგიური პროცესის დარღვევით დამზადებული ყველიც, რომელიც დაილუქა ინსპექტორების მიერ.

აღნიშნული შეუსაბამობების გამო, ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და შეუჩერდათ საწარმოო პროცესი შეუსაბამობების გამოსწორებამდე. სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, არ აწარმოონ პროდუქცია აღიარების მინიჭების გარეშე და საქმიანობა განახორციელონ მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
მუხრანში კუსტარულად მოწყობილი სასაკლაო გამოვლინდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები