პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მალხაზ მაჩალიკაშვილს ბიძინა ივანიშვილის გინებისთვის 1000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა

მალხაზ მაჩალიკაშვილს ბიძინა ივანიშვილის მიმართ გაჟღერებული გინების გამო ახმეტის მაგისტრატმა მოსამართლემ 1000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. საქმე შსს-ს სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს გამოვლენილ სამართალდარღვევას უკავშირდება. სასამართლომ ასევე განიხილა ბერდია ღუდაურის საქმე, რომელსაც გიორგი ფანგანის შეურაცხყოფისთვის 1500-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.

მალხაზ მაჩალიკაშვილს ბიძინა ივანიშვილის გინებისთვის 1000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა
ალია

პანკისში მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამას, მალხაზ მაჩალიკაშვილს ბიძინა ივანიშვილის გინებისთვის 1000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. – ინფორმაციას ,,მთავარი ამბები კახეთიდან” ავრცელებს.

გადაწყვეტილება ახმეტის მაგისტრატმა მოსამართლემ, თეონა კობიაშვილმა, თელავის რაიონულ სასამართლოში გამართულ პროცესზე მიიღო. სხდომას მალხაზ მაჩალიკაშვილი არ დასწრებია.

საქმე შსს-ს სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ გამოვლენილ სამართალდარღვევას უკავშირდება.

მალხაზ მაჩალიკაშვილი მსგავსი სამართალდარღვევისთვის ერთხელ უკვე დაჯარიმდა 2000 ლარით.

წინა შემთხვევაში საქმე ირაკლი ჩიმაკაძის მისამართით საჯარო სივრცეში გაკეთებულ შეურაცხმყოფელ კომენტარს ეხებოდა. მაჩალიკაშვილი აცხადებდა, რომ დაკისრებულ ჯარიმას არ გადაიხდიდა.

დღესვე სასამართლომ ბერდია ღუდაურის საქმეც განიხილა. მას გიორგი ფანგანის შეურაცხყოფას ედავებიან.

ღუდაურმა ფაქტი აღიარა და მოინანია, რის შემდეგაც 1500-ლარიანი ჯარიმა განესაზღვრა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურითელავის რაიონულმა სასამართლომ მალხაზ მაჩალიკაშვილს საჯარო სივრცეში ბიძინა ივანიშვილის მიმართ შეურაცხმყოფელი კომენტარის გამო 1000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა
მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
სასამართლომ 2 000 ლარის გადახდა დააკისრა გიორგი ჭიაბერაშვილს, რომელმაც ბიძინა ივანიშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები