პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სიძულვილის ენის წინააღმდეგ პროცესები გრძელდება - 2500 ლარით დაჯარიმდა მალხაზ ქიმუცაძე, რომელმაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა განათლების მინისტრს

თბილისის საქალაქო სასამართლოშინაგან საქმეთა სამინისტრო

თბილისის საქალაქო სასამართლომ მალხაზ ქიმუცაძე 2500 ლარით დაჯარიმდა განათლების მინისტრისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებისთვის.

სიძულვილის ენის წინააღმდეგ პროცესები გრძელდება - 2500 ლარით დაჯარიმდა მალხაზ ქიმუცაძე, რომელმაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა განათლების მინისტრს
რუსთავი 2

სიძულვილის ენის წინააღმდეგ პროცესები გრძელდება. თბილისის საქალაქო სასამართლომ განიხილა დავით მახარაძის საქმე, რომელმაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებს.

2500 ლარით დაჯარიმდა მალხაზ ქიმუცაძე, რომელმაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა განათლების მინისტრ გივი მიქანაძეს.

შსს-ს იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი ნათია გიგლემიანი აცხადებს, რომ პირს სახდელის სახით ჯარიმა დაეკისრა 2500 ლარის ოდენობით.

"მალხაზ ქემუცაძის მიმართ სამართალდარღვევის ოქმი შედგენილი იქნა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე 16-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე. მან სოციალურ ქსელში შეურაცხყოფა მიაყენა პოლიტიკური თანამდებობის პირს, ბატონ გივი მიქანაძეს.

მის მიერ შედგენილი იქნა ადმინისტრაციული წარმოების მასალები, რომელიც განჩინების წესების დაცვით გამოეგზავნოთ თბილისის საქალაქო სასამართლოს. თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, რომლებითაც უტყუარად დასტურდებოდა აღნიშნული პირის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი. შესაბამისად, იგი ცნობილი იქნა სამართალდარღვევად თბილისის საქალაქო სასამართლოს დადგენილებით და დაეკისრა ჯარიმა 2500 ლარის ოდენობით", - აცხადებს ნათია გიგლემიანი.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
თბილისის საქალაქო სასამართლომ მოქალაქე მალხაზ ქიმუცაძე სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის 2500 ლარით დააჯარიმაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები