ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პარლამენტის დელეგაცია ტირანაში ევროკავშირის გაფართოებისა და ევროპის მომავლის სტრატეგიული დღის წესრიგის შესახებ კონფერენციაში მონაწილეობს

საქართველოს პარლამენტი

ტირანაში, ალბანეთის პარლამენტის ორგანიზებით, მიმდინარეობს საპარლამენტთაშორისო კონფერენცია ევროკავშირის გაფართოებისა და ევროპის მომავლის სტრატეგიული დღის წესრიგის შესახებ. კონფერენციაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციაც მონაწილეობს.

პარლამენტის დელეგაცია ტირანაში ევროკავშირის გაფართოებისა და ევროპის მომავლის სტრატეგიული დღის წესრიგის შესახებ კონფერენციაში მონაწილეობს
პარლამენტის დელეგაცია ტირანაში ევროკავშირის გაფართოებისა და ევროპის მომავლის სტრატეგიული დღის წესრიგის შესახებ კონფერენციაში მონაწილეობსპირველი არხი

ტირანაში, ალბანეთის პარლამენტის ორგანიზებით, ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების ევროპულ საკითხთა კომიტეტების წარმომადგენელთა მონაწილეობით, საპარლამენტთაშორისო კონფერენცია „ევროკავშირის გაფართოება: სტრატეგიული დღის წესრიგი ევროპის მომავლისთვის“ იმართება.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში არიან პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თორნიკე ფაღავა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, კონფერენციას ესწრებიან ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების 30-მდე საპარლამენტო დელეგაცია, ასევე ევროკავშირის ინსტიტუტებისა და ალბანეთის ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლები.

მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ალბანეთის პრემიერ-მინისტრმა, ედი რამამ და ალბანეთის პარლამენტის თავმჯდომარემ, ნიკო პელეშმა.

„კონფერენციის ფარგლებში განიხილეს ევროკავშირის გაფართოების მომავალი, ევროპული ინტეგრაციის პროცესში პარლამენტების როლი და გაფართოების მნიშვნელობა მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებისთვის. საპარლამენტთაშორისო კონფერენცია – „ევროკავშირის გაფართოება: სტრატეგიული დღის წესრიგი ევროპის მომავლისთვის“ 27-29 სექტემბერს იმართება. სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წარმომადგენლებს შესაძლებლობა მიეცემათ, წარმოაჩინონ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში ქვეყნის მიერ გადადგმული ნაბიჯები, ასევე, ხაზი გაესმება საქართველოს ევროპული არჩევანის, უსაფრთხოების ინტერესებსა და ევროკავშირთან საპარლამენტო დიალოგის მნიშვნელობას“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„კონფერენციის ფარგლებში განიხილეს ევროკავშირის გაფართოების მომავალი, ევროპული ინტეგრაციის პროცესში პარლამენტების როლი და გაფართოების მნიშვნელობა მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებისთვის. საპარლამენტთაშორისო კონფერენცია – „ევროკავშირის გაფართოება: სტრატეგიული დღის წესრიგი ევროპის მომავლისთვის“ 27-29 სექტემბერს იმართება. სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წარმომადგენლებს შესაძლებლობა მიეცემათ, წარმოაჩინონ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში ქვეყნის მიერ გადადგმული ნაბიჯები, ასევე, ხაზი გაესმება საქართველოს ევროპული არჩევანის, უსაფრთხოების ინტერესებსა და ევროკავშირთან საპარლამენტო დიალოგის მნიშვნელობას“
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
გიორგი ჩაკვეტაძე: ალბანეთში გამართულ საპარლამენტთაშორისო კონფერენციაზე კიდევ ერთხელ დავრწმუნდით იმ გზის სისწორეში, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას აქვს არჩეულიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები