გიორგი ჩაკვეტაძე: ალბანეთში გამართულ საპარლამენტთაშორისო კონფერენციაზე კიდევ ერთხელ დავრწმუნდით იმ გზის სისწორეში, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას აქვს არჩეული
გიორგი ჩაკვეტაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ისაუბრა ალბანეთში გამართულ საპარლამენტთაშორისო კონფერენციაზე, სადაც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების გამოცდილება განიხილეს. მისი თქმით, ღონისძიებაზე დაარწმუნა საქართველოს ხელისუფლების არჩეული გზის სისწორეში და აღნიშნა, რომ კანდიდატი ქვეყნების წარმომადგენლებმა ბრიუსელის მიდგომებისა და ორმაგი სტანდარტების გადახედვის აუცილებლობაზე ისაუბრეს.

პარლამენტის განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ჩაკვეტაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ალბანეთში გამართულ საპარლამენტთაშორისო კონფერენციაზე განხილულ საკითხებთან დაკავშირებით ისაუბრა, რომლებიც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების გამოცდილების გაზიარებას ეხებოდა.
„საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ალბანეთში მონაწილეობა მივიღეთ საპარლამენტთაშორისო კონფერენციაში, რომელიც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების გამოცდილებას ეძღვნებოდა. აღნიშნულ საერთაშორისო ღონისძიებაზე ჩვენ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით იმ გზის სისწორეში, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას აქვს არჩეული.
კანდიდატი ქვეყნების უმაღლესი თანამდებობის პირების მხრიდან ცალსახა გზავნილები ისმოდა იმასთან დაკავშირებით, რომ ბრიუსელმა უნდა გადახედოს თავის მიდგომებს, თავის ორმაგ სტანდარტებს.
ალბანეთის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდანაც გაჟღერდა, რომ მიუღებელია ის დამოკიდებულება, რომელიც ბრიუსელს კანდიდატ ქვეყნებთან დაკავშირებით აქვს. უფრო მეტიც, როგორც ორმხრივ შეხვედრებზე, ასევე პანელურ დისკუსიების ფარგლებში, ჩვენ, ჩვენი მხრიდან დავაფიქსირეთ პოზიციები და ღიად განვაცხადეთ, რომ პროცესი, რასაც ევროინტეგრაცია ჰქვია იმ მიღწევებზე და დამსახურებებზე უნდა იყოს დაფუძნებული, რომელიც ამ შემთხვევაში, ჩვენს ქვეყანას აქვს“, - განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.
ციტატები სტატიიდან
„საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ალბანეთში მონაწილეობა მივიღეთ საპარლამენტთაშორისო კონფერენციაში, რომელიც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების გამოცდილებას ეძღვნებოდა. აღნიშნულ საერთაშორისო ღონისძიებაზე ჩვენ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით იმ გზის სისწორეში, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას აქვს არჩეული. კანდიდატი ქვეყნების უმაღლესი თანამდებობის პირების მხრიდან ცალსახა გზავნილები ისმოდა იმასთან დაკავშირებით, რომ ბრიუსელმა უნდა გადახედოს თავის მიდგომებს, თავის ორმაგ სტანდარტებს. ალბანეთის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდანაც გაჟღერდა, რომ მიუღებელია ის დამოკიდებულება, რომელიც ბრიუსელს კანდიდატ ქვეყნებთან დაკავშირებით აქვს. უფრო მეტიც, როგორც ორმხრივ შეხვედრებზე, ასევე პანელურ დისკუსიების ფარგლებში, ჩვენ, ჩვენი მხრიდან დავაფიქსირეთ პოზიციები და ღიად განვაცხადეთ, რომ პროცესი, რასაც ევროინტეგრაცია ჰქვია იმ მიღწევებზე და დამსახურებებზე უნდა იყოს დაფუძნებული, რომელიც ამ შემთხვევაში, ჩვენს ქვეყანას აქვს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.