პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ალბანეთის პრემიერი: მინახავს, როგორ ვერ შეუსრულებია ევროკავშირს საკუთარი დაპირებები და ისიც, როგორ გაუკეთებია მოლოდინზე გაცილებით მეტი, მასთან მიმართებით წინასწარ ვერაფერს განსაზღვრავ

ალბანეთის პრემიერ-მინისტრ ედი რამას განცხადებით, ევროკავშირთან მიმართებით წინასწარ ვერაფერს განსაზღვრავ, რადგან ნანახი აქვს როგორც დაპირებების შეუსრულებლობა, ისე მოლოდინზე მეტი ნაბიჯები. ბრიუსელში მიმდინარე გაფართოების სამიტში საქართველოს პრემიერი ირაკლი კობახიძეც მონაწილეობს.

ალბანეთის პრემიერ-მინისტრმა, ედი რამამ ევროინტეგრაციის პროცესზე ისაუბრა. მისი თქმით, ბრიუსელის გადაწყვეტილებების წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია. ამის შესახებ ედი რამამ ევროკავშირის გაფართოების სამიტზე ყოფნისას ისაუბრა.

"მინახავს, როგორ გამქრალა გზადაგზა დათქმული თარიღები და ვადები, მინახავს, როგორ ვერ შეუსრულებია ევროკავშირს საკუთარი დაპირებები და ისიც მინახავს, თუ როგორ გაუკეთებია მას მოლოდინზე გაცილებით მეტი. ასე რომ, ევროკავშირთან მიმართებით წინასწარ ვერაფერს განსაზღვრავ, შესაბამისად, ზუსტი პასუხი არ მაქვს. ჩვენ ვიმყოფებით ეტაპზე, როდესაც ჯერ კიდევ არ ვართ მზად ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობისთვის," - განაცხადა ალბანეთის პრემიერმა.

ცნობისთვის საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბრიუსელშია. ირაკლი კობახიძე ევროკავშირის გაფართოების სამიტში მონაწილეობს, რომელიც Euronews-ის ორგანიზებით იმართება.

სამიტი პოლიტიკურ ლიდერებს, ექსპერტებსა და ბიზნესის წარმომადგენლებს აერთიანებს. განიხილავენ, რას შეიძლება ნიშნავდეს ევროკავშირის გაფართოების შემდგომი ეტაპი, როგორც თავად ევროკავშირისთვის, ისე გაწევრიანების მსურველი ქვეყნებისთვის, როგორ შეიძლება შეცვალოს გაფართოებამ ევროპის უსაფრთხოება და დემოკრატია.

სამიტზე ირაკლი კობახიძე სიტყვით გამოვა.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ირაკლი კობახიძე ბრიუსელში „ევრონიუსის“ მიერ ორგანიზებულ ევროკავშირის გაფართოების სამიტში მიიღებს მონაწილეობასწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები