ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ტირანაში ევროკავშირის გაფართოებისა და ევროპის მომავლის სტრატეგიულ დღის

საქართველოს პარლამენტი

ტირანაში, ალბანეთის პარლამენტის ორგანიზებით, ევროკავშირის გაფართოებისა და ევროპის მომავლის სტრატეგიულ დღის წესრიგს მიძღვნილი საპარლამენტთაშორისო კონფერენცია იმართება, რომელშიც საქართველოს პარლამენტის დელეგაციაც მონაწილეობს. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს დელეგაციის წევრები თორნიკე ფაღავა და გიორგი ჩაკვეტაძე, რომლებმაც ევროპული ინტეგრაციის, სტრატეგიული მიზნების, რეგიონული უსაფრთხოებისა და ევროკავშირთან დიალოგისა და ჩართულობის შენარჩუნების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ტირანაში ევროკავშირის გაფართოებისა და ევროპის მომავლის სტრატეგიულ დღის
საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ტირანაში ევროკავშირის გაფართოებისა და ევროპის მომავლის სტრატეგიულ დღისPOSTV

ტირანაში, ალბანეთის პარლამენტის ორგანიზებით, ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების ევროპულ საკითხთა კომიტეტების წარმომადგენელთა მონაწილეობით, საპარლამენტთაშორისო კონფერენცია – „ევროკავშირის გაფართოება: სტრატეგიული დღის წესრიგი ევროპის მომავლისთვის“ იმართება.

კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს დელეგაციის წარმომადგენელი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, თორნიკე ფაღავა, რომელმაც ყურადღება გაამახვილა ევროპის ერთიანობის საფუძვლებზე და აღნიშნა, რომ ევროკავშირის გაფართოება მხოლოდ ტექნიკური და ინსტიტუციური პროცესი არ არის, იგი მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცების მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია. საქართველოს ევროპული ინტეგრაცია მან ისტორიულ არჩევანად და საერთო ევროპული მომავლისადმი მტკიცე ერთგულებად დაახასიათა და ხაზი გაუსვა საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.

თორნიკე ფაღავამ ასევე ხაზი გაუსვა ევროკავშირსა და საქართველოს შორის დიალოგისა და ჩართულობის შენარჩუნების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ არსებული სირთულეების პირობებში ურთიერთობებს სჭირდება მეტი დიალოგი და არა იზოლაცია.

კონფერენციაზე ასევე სიტყვით გამოვიდა საქართველოს დელეგაციის წარმომადგენელი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრი და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ჩაკვეტაძე.

მან ყურადღება გაამახვილა პარლამენტების როლსა და საპარლამენტო დიალოგის მნიშვნელობაზე ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში და აღნიშნა, რომ პოლიტიკური განსხვავებები და არსებული სირთულეები არ უნდა გახდეს დიალოგის შეწყვეტის საფუძველი, ნდობის აღდგენა და სრულფასოვანი დიალოგის განახლება კი საერთო ინტერესს წარმოადგენს.

ჩაკვეტაძის განცხადებით, საქართველოსთვის ევროპული ინტეგრაცია კვლავაც სტრატეგიულ და კონსტიტუციურ მიზნად რჩება, ხოლო საქართველო მზადაა, საკუთარი წვლილი შეიტანოს რეგიონული უსაფრთხოების, სტაბილურობისა და მდგრადობის განმტკიცებაში და შავი ზღვის ფართო რეგიონში დაკავშირებადობის განვითარებაში.

კონფერენციას ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების 30-მდე საპარლამენტო დელეგაცია, ასევე ევროკავშირის ინსტიტუტებისა და ალბანეთის ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლები დაესწრნენ.

მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ალბანეთის პრემიერ-მინისტრმა ედი რამამ და ალბანეთის პარლამენტის თავმჯდომარემ, ნიკო პელეშმა.

კონფერენციის ფარგლებში განიხილეს ევროკავშირის გაფართოების მომავალი, ევროპული ინტეგრაციის პროცესში პარლამენტების როლი და გაფართოების მნიშვნელობა მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებისთვის.

კონფერენციამ საქართველოს საპარლამენტო დელეგაციას შესაძლებლობა მისცა, წარმოეჩინა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში ქვეყნის მიერ გადადგმული ნაბიჯები, ასევე ხაზი გაესვა საქართველოს ევროპული არჩევანის, უსაფრთხოების ინტერესებისა და ევროკავშირთან საპარლამენტო დიალოგის მნიშვნელობისთვის.

მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.