პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

GCCA, მიმდინარე წლის ბოლომდე, 25 სკოლაში საინფორმაციო-საგანმანათლებლო ხასიათის შეხვედრას გამართავს

განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო (GCCA), განათლების სამინისტროსთან მემორანდუმის ფარგლებში, წლის ბოლომდე თბილისისა და რეგიონების 25 საჯარო სკოლაში საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრებს გამართავს, რათა მოსწავლეებს მომხმარებლის უფლებები და კონკურენციის პრინციპები გააცნოს.

GCCA, მიმდინარე წლის ბოლომდე, 25 სკოლაში საინფორმაციო-საგანმანათლებლო ხასიათის შეხვედრას გამართავს
ინტერპრესნიუსი

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო (GCCA), საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, საჯარო სკოლებში საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრების ახალ ეტაპს იწყებს.

GCCA-ის ცნობით, სასწავლო-კვლევითი ცენტრის წარმომადგენლები, მიმდინარე სასწავლო წლის პირველი სემესტრის გეგმის ფარგლებში, თბილისისა და რეგიონების 25 საჯარო სკოლას ეწვევიან.

მათივე ინფორმაციით, მოსწავლეები გაეცნობიან მომხმარებლის ძირითად უფლებებსა და დაცვის მექანიზმებს, კონკურენციის პოლიტიკის პრინციპებსა და სააგენტოს საქმიანობას.

„განხილული იქნება პრაქტიკული მაგალითები და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, შეხვედრები კი ინტერაქციულ, კითხვა-პასუხის ფორმატში გაიმართება. საჯარო სკოლებში საინფორმაციო-საგანმანათლებლო ღონისძიებების განხორციელება GCCA-სა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმით გათვალისწინებული თანამშრომლობის ერთ-ერთი მიმართულებაა. თანამშრომლობის მიზანია კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის საკითხებზე ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება და შესაბამისი ცოდნის ხელმისაწვდომობის გაზრდა. გარდა თბილისისა, შეხვედრები გაიმართება შემდეგ რეგიონებში: კახეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, სამცხე-ჯავახეთი, სამეგრელო - ზემო სვანეთი. GCCA-სა და განათლების სამინისტროს თანამშრომლობის ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მოწყვლად ჯგუფებს, მათ შორის, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ მოსწავლეებსა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, რათა კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების შესახებ საინფორმაციო-საგანმანათლებლო რესურსები და შესაძლებლობები მათთვისაც თანაბრად ხელმისაწვდომი იყოს. საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს სასწავლო-კვლევითი ცენტრის წარმომადგენლებმა თბილისსა და რეგიონებში, საჯარო სკოლების მოსწავლეებთან, გასულ წელს, სასწავლო წლის განმავლობაში, 1500-მდე მოსწავლის მონაწილეობით, 51 საინფორმაციო-საგანმანათლებლო ხასიათის შეხვედრა გამართეს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობოGCCA, მიმდინარე წლის ბოლომდე, 25 სკოლაში საინფორმაციო-საგანმანათლებლო ხასიათის შეხვედრას გამართავს
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
GCCA სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრებს აგრძელებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები