ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიეკონომიკასტატია

აბაშის მუნიციპალიტეტში 250 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურება გაუმჯობესდება

შპს „საქართველოს მელიორაცია“ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სეფიეთში მდებარე ნოღელა-აბაშის დამშრობ მასივზე სამუშაოებს ახორციელებს. არხების გაწმენდის შედეგად 250 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურება გაუმჯობესდება.

აბაშის მუნიციპალიტეტში 250 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურება გაუმჯობესდება
აბაშის მუნიციპალიტეტში 250 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურება გაუმჯობესდებარუსთავი 2

შპს "საქართველოს მელიორაცია" აბაშის მუნიციპალიტეტში ნოღელა-აბაშის დამშრობი მასივის მოწესრიგების სამუშაოებს ახორციელებს.

სოფელ სეფიეთში მდებარე ნოღელა-აბაშის დამშრობ მასივზე მაგისტრალური და კოლექტორული არხები ნატანი მასისა და მცენარეული საფარისგან იწმინდება. არხების საერთო სიგრძე 5875 მეტრია.

გატარებული ღონისძიებების შედეგად, აბაშის მუნიციპალიტეტში 250 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე უზრუნველყოფილი იქნება ჭარბი წყლის მოცილება, გაუმჯობესდება სადრენაჟე მომსახურება და ტერიტორიის სამელიორაციო მდგომარეობა.

დამშრობი მასივის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარე წლის დეკემბრის ბოლოს დასრულდება.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.