პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გორის მუნიციპალიტეტში 1 000 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწაზე წყალუზრუნველყოფა გაუმჯობესდა

„საქართველოს მელიორაციამ“ ტირიფონის სარწყავი სისტემის გაწმენდა დაასრულა, რის შედეგადაც გორის მუნიციპალიტეტში 1 000 ჰექტარ მიწის ფართობზე წყალმომარაგება გაუმჯობესდა.

გორის მუნიციპალიტეტში 1 000 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწაზე წყალუზრუნველყოფა გაუმჯობესდა
რუსთავი 2

გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვეშის ტერიტორიაზე, "საქართველოს მელიორაციამ" ტირიფონის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის გაწმენდითი სამუშაოები დაასრულა. შედეგად, 1 000 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდა.

სამუშაოების ფარგლებში არხის 1 500-მეტრიანი მონაკვეთი ნატანი მასისა და მცენარეული საფარისგან გაიწმინდა, რამაც მისი გამტარუნარიანობა მნიშვნელოვნად გაზარდა და წყლის შეუფერხებლად გადინებას შეუწყო ხელი.

ტირიფონის მაგისტრალური არხით გორის მუნიციპალიტეტის შვიდი სოფლის - ციცაგიაანთკარის, ახრისის, მეჯვრისხევის, ზერტის, კვარხითის, ხელთუბნისა და თორტიზას მოსახლეობა სარგებლობს.

აღსანიშნავია, რომ გორის მუნიციპალიტეტში, 2026 წელს გაიწმინდა და მოწესრიგდა 82 კილომეტრი სამელიორაციო არხი, შეკეთდა ან შეიცვალა 128 ერთეული სხვადასხვა ტიპის ჰიდროტექნიკური ნაგებობა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობოგორის მუნიციპალიტეტში 1 000 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწაზე წყალუზრუნველყოფა გაუმჯობესდა
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
2026 წელს შიდა ქართლის რეგიონში წყალუზრუნველყოფა 11 591 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გაუმჯობესდებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები