ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიეკონომიკასტატია

სამტრედიის მუნიციპალიტეტში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოები მიმდინარეობს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეთში მაშველის სარწყავ სისტემაზე სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოები მიმდინარეობს, რომელსაც შპს "საქართველოს მელიორაცია" ახორციელებს.

სამტრედიის მუნიციპალიტეტში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოები მიმდინარეობს
სამტრედიის მუნიციპალიტეტში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოები მიმდინარეობსრუსთავი 2

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს "საქართველოს მელიორაცია" სამტრედიის მუნიციპალიტეტში, მაშველის სარწყავ სისტემაზე, სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოებს ახორციელებს.

სოფელ იანეთში წყალგამანაწილებელი არხის 1000-მეტრიანი მონაკვეთი ნატანი მასისა და ხე-ბუჩქნარისგან იწმინდება.

განხორციელებული სამუშაოების შედეგად, სოფელ იანეთში დაახლოებით 50 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გაუმჯობესდება სამელიორაციო მომსახურება.

მიმდინარე სამუშაოები შპს "საქართველოს მელიორაციის" დასავლეთის რეგიონული სამსახურის უფროსმა მამუკა ლოსაბერიძემ, სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერთან, დავით ბახტაძესთან ერთად დაათვალიერა.

"საქართველოს მელიორაცია" ქვეყნის მასშტაბით სარწყავი და სადრენაჟო ინფრასტრუქტურის აღდგენისა და მოწესრიგების სამუშაოებს აგრძელებს. სამუშაოების მიზანია სასოფლო-სამეურნეო მიწების სამელიორაციო მომსახურებით უზრუნველყოფის გაუმჯობესება და სარწყავი წყლის ხელმისაწვდომობის გაზრდა.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.