ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

თამაზ ელიზბარაშვილი აცხადებს, რომ შიმშილობა დაიწყო

დაკავებულმა ბიზნესმენმა თამაზ ელიზბარაშვილმა შიმშილობა დაიწყო. მისი მოთხოვნებია დედასთან დარეკვის უფლება და დაზიანებულ მუხლზე ოპერაციის ჩატარება.

თამაზ ელიზბარაშვილი აცხადებს, რომ შიმშილობა დაიწყო
თამაზ ელიზბარაშვილი აცხადებს, რომ შიმშილობა დაიწყოალია

თამაზ ელიზბარაშვილი აცხადებს, რომ შიმშილობა დაიწყო – დაკავებულმა ბიზნესმენმა პროტესტის უკიდურეს ფორმაას ორი მოთხოვნით მიმართა: მიეცეს დედასთან დარეკვის უფლება და დაზიანებულ მუხლზე ოპერაცია ჩაუტარდეს.

„დღეს ორშაბათია, 28 სექტემბერი. სავარაუდოდ, უდედოდ გაზრდილმა პროკურორმა ამიკრძალა დედასთან სატელეფონო საუბარი. 84 წლის ლოგინად ჩავარდნილი, ავადმყოფი დედისთვის ჩემი ხმის გაგონება უებარი წამალია.

ჩემი დედის წამებას არ გაპატიებთ, დაველოდები ღმერთის რისხვას, რაც თქვენს ოჯახებს აუცილებლად დაატყდება ამ ბოროტებისთვის. როგორი სასაცილო და პატარა, ბოროტი კაცუნები ხართ, რომ ასეთი სიბინძურე მოიფიქრეთ, ლოგინად ჩავარდნილ, ავადმყოფ დედასთან სატელეფონო საუბარი ამიკრძალეთ.

დილიდან ვიწყებ შიმშილს ორი მოთხოვნით:

მომეცით დედასთან დარეკვის უფლება;

გამიკეთეთ დაზიანებულ მუხლზე ოპერაცია.

მუხლზე რომელზეც „TV- იმედის“ თანამშრომელმა იმ დღეს რესტორანში მომაყენა ფიზიკური დაზიანება, საოპერაციოა. ადვოკატმა მიიტანა ციხის უფროსთან შესაბამისი სამედიცინო ფორმა-100. მაქვს საშინელი ტკივილები, მაგრამ ციხის მთავარი ექიმისგან რეაგირება არის ნული. ალბათ, ისიც ჩაითრიეს ჩემი წამების ბინძურ საქმეში, მაგრამ ციხის ექიმი ვერ გაბედავდა ჩემ წამებას, რომ არ ჰქონდეს ამაზე „მწვანე შუქი“ იუსტიციის მინისტრისგან, პაატა სალიასაგან.

დღეს შიმშილის პირველი დღეა!“ – წერს ელიზბარაშვილი.

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.