ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ონის შესასვლელთან მეწყერსაწინააღმდეგო სამუშაოები ინტენსიურად გრძელდება

ინფრასტრუქტურის სამინისტრო

ონის შესასვლელთან, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი–ალპანა–მამისონის უღელტეხილის გზაზე მეწყრული პროცესების სტაბილიზაციისა და დაზიანებული გზის აღდგენის სამუშაოები ინტენსიურად გრძელდება. ავტოტრანსპორტის მოძრაობის უწყვეტობისთვის დროებითი შემოვლითი გზა მოეწყო.

ონის შესასვლელთან მეწყერსაწინააღმდეგო სამუშაოები ინტენსიურად გრძელდება
ონის შესასვლელთან მეწყერსაწინააღმდეგო სამუშაოები ინტენსიურად გრძელდებარუსთავი 2

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქალაქ ონის შესასვლელთან, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (ჭომა)–ალპანა–მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის კმ107–კმ112 მონაკვეთზე, მეწყრული პროცესების სტაბილიზაციისა და დაზიანებული გზის აღდგენის სამუშაოები ინტენსიურად გრძელდება.

"ამ ეტაპზე მიმდინარეობს მეწყრული უბნის აღდგენა და დამცავი კედლის მოწყობა.

სამუშაოების მიზანია ფერდობის სტაბილიზაცია, გზის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ძირითად გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის აღდგენა.

ქალაქ ონის შესასვლელთან მთის ფერდობზე განვითარებული მეწყრული პროცესების შედეგად საავტომობილო გზის სავალი ნაწილი დაზიანდა. აღნიშნულის გამო, 2026 წლის 11 ივლისიდან ძირითად გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია.

მოძრაობის უწყვეტობის უზრუნველსაყოფად მოეწყო დროებითი შემოვლითი გზა, რომლითაც ავტოტრანსპორტი ძირითადი გზის აღდგენის პერიოდში შეუფერხებლად გადაადგილდება.

მეწყერსაწინააღმდეგო და გზის აღდგენის სამუშაოები აქტიურად გრძელდება, რათა უსაფრთხოების ყველა მოთხოვნის დაცვით ძირითად გზაზე მოძრაობა უმოკლეს ვადაში აღდგეს", - აღნიშნულია დეპარტამენტის განცხადებაში.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ამ ეტაპზე მიმდინარეობს მეწყრული უბნის აღდგენა და დამცავი კედლის მოწყობა. სამუშაოების მიზანია ფერდობის სტაბილიზაცია, გზის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ძირითად გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის აღდგენა. ქალაქ ონის შესასვლელთან მთის ფერდობზე განვითარებული მეწყრული პროცესების შედეგად საავტომობილო გზის სავალი ნაწილი დაზიანდა. აღნიშნულის გამო, 2026 წლის 11 ივლისიდან ძირითად გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია. მოძრაობის უწყვეტობის უზრუნველსაყოფად მოეწყო დროებითი შემოვლითი გზა, რომლითაც ავტოტრანსპორტი ძირითადი გზის აღდგენის პერიოდში შეუფერხებლად გადაადგილდება. მეწყერსაწინააღმდეგო და გზის აღდგენის სამუშაოები აქტიურად გრძელდება, რათა უსაფრთხოების ყველა მოთხოვნის დაცვით ძირითად გზაზე მოძრაობა უმოკლეს ვადაში აღდგეს“
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის გზაზე 18 კმ-მდე მონაკვეთის პერიოდული შეკეთება მიმდინარეობსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები