ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის გზაზე 18 კმ-მდე მონაკვეთის პერიოდული შეკეთება მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 18 კმ-მდე მონაკვეთზე პერიოდული შეკეთების სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი ითვალისწინებს ასფალტ-ბეტონის საფარის დაგებას, მიერთებების, კიუვეტებისა და საგზაო ნიშნების მოწყობას. სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება, ღირებულება 13 მილიონ ლარამდეა და მიმდინარე წლის ოქტომბერში დასრულდება.

ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის გზაზე 18 კმ-მდე მონაკვეთის პერიოდული შეკეთება მიმდინარეობს
ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის გზაზე 18 კმ-მდე მონაკვეთის პერიოდული შეკეთება მიმდინარეობსრუსთავი 2

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 18 კმ-მდე (კმ66-კმ84) პერიოდული შეკეთების სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტის შესაბამისად, გზის სავალ ნაწილზე იგება ასფალტ-ბეტონის საფარი, ეწყობა მიერთებები, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები, კიუვეტები და საგზაო ნიშნები. განხორციელდება გზის ჰორიზონტალური მონიშვნა. ამ ეტაპზე, ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობა მიმდინარეობს.

სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 13 მლნ. ლარამდეა. სამუშაოები მიმდინარე წლის ოქტომბერში დასრულდება.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ონის შესასვლელთან მეწყერსაწინააღმდეგო სამუშაოები ინტენსიურად გრძელდებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები