ქუთაისი-ალპანა-მამისონის გზის კმ107-კმ112 მონაკვეთზე მოძრაობა 2 კვირით იზღუდება
ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 110-ე კმ-ზე გადაუდებელი სამუშაოების გამო მოძრაობა ორი კვირით სრულად იკრძალება. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ტრანსპორტის ნაკადი დროებით შემოსავლელ მარშრუტებზე გადაერთვება.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 110-ე კმ-ზე, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების მიზნით, ორი კვირით იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, მოძრაობა ასევე შეიზღუდება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობისქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 107-ე და 112-ე კილომეტრებზე და ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით, შემოსავლელ გზაზე გადაერთვება. დროის ამ პერიოდში, სატრანსპორტო ნაკადი ონის მიმართულებით იმოძრავებს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის, ადგილობრივი მნიშვნელობის და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გუფთა-ონის საავტომობილო გზების გამოყენებით და პირიქით.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…