ონის მუნიციპალიტეტში შქმერი-მრავალძალის 9,2-კილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ონის მუნიციპალიტეტში შქმერი-მრავალძალის 9,2-კილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, სადაც არსებული დაზიანებული ხრეშოვანი საფარის ნაცვლად ახალი ინფრასტრუქტურა ეწყობა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ონის მუნიციპალიტეტში შქმერი-მრავალძალის 9.2 კმ-იანი გზის რეაბილიტაციას ახორციელებს.
ამ ეტაპზე, გზის გაწმენდითი, ექსკავაციისა და გაფართოების სამუშაოები მიმდინარეობს. აქტიურ ფაზაშია ხელოვნური ნაგებობების მშენებლობა, ასევე, მიმდინარეობს ახალი სახიდე გადასასვლელის მშენებლობა.
არსებული ხრეშოვანი გზა, ადგილობრივ მოსახლეობასა და ვიზიტორებს გადაადგილების სერიოზულ პრობლემებს უქმნიდა.
მრავალძალისკენ მიმავალი გზის მოწესრიგება უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა ამ ადგილის ტურისტული პოტენციალის სრულად ათვისებისა და განვითარებისათვის. სამომავლოდ დაგეგმილია მრავალძალში ოთხსეზონიანი სამთო-სათხილამურო კურორტის განვითარება, რომელიც ვიზიტორებს წლის ოთხივე სეზონზე უმასპინძლებს. შესაბამისად, კეთილმოწყობილი და უსაფრთხო გზა არა მხოლოდ კურორტის განვითარებას შეუწყობს ხელს, არამედ გააუმჯობესებს ადგილობრივ მოსახლეობაზე წვდომას, გაზრდის ვიზიტორთა ნაკადს და მნიშვნელოვან ბიძგს მისცემს რეგიონის ტურისტულ და ეკონომიკურ განვითარებას.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…