ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

ირაკლი ფავლენიშვილი – ერთადერთი, ვინც გარე ძალებისგან დირექტივებს იღებს, ივანიშვილის რეჟიმია, დირექტივა აქვთ მიღებული, აკრძალონ არასამთავრობოთა თუ ოპოზიციის წარმომადგენლები

ნაციონალური მოძრაობა

„ნაციონალური მოძრაობის“ დროებითი მმართველი საბჭოს თავმჯდომარის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, ერთადერთი, ვინც გარე ძალების დირექტივებს იღებს, ივანიშვილის რეჟიმია. ის გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ლევან მაჭავარიანის ბრალდებებს ოპოზიციის მიმართ და აღნიშნა, რომ ხელისუფლება ცდილობს კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანების აკრძალვას.

ირაკლი ფავლენიშვილი – ერთადერთი, ვინც გარე ძალებისგან დირექტივებს იღებს, ივანიშვილის რეჟიმია, დირექტივა აქვთ მიღებული, აკრძალონ არასამთავრობოთა თუ ოპოზიციის წარმომადგენლები
ირაკლი ფავლენიშვილი – ერთადერთი, ვინც გარე ძალებისგან დირექტივებს იღებს, ივანიშვილის რეჟიმია, დირექტივა აქვთ მიღებული, აკრძალონ არასამთავრობოთა თუ ოპოზიციის წარმომადგენლებიპირველი არხი

ერთადერთი, ვინც გარე ძალებისგან დირექტივებს იღებს, ივანიშვილის რეჟიმია. მათ მიიღეს დირექტივა ანაკლიის პორტის არაშენების შესახებ, მიხეილ სააკაშვილის და სხვა ლიდერების დაკავების შესახებ, ევროპული ინტეგრაციის შეჩერების შესახებ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დროებითი მმართველი საბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

ირაკლი ფავლენიშვილს კითხვა დაუსვეს საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ლევან მაჭავარიანის განცხადებაზე: „ჩვენს ქვეყანაში ოპოზიციური პარტიების უდიდესი უმრავლესობა უცხო ძალების მორჩილებაში მყოფი აგენტურული ჯგუფია, რომელსაც „კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას“ ვუწოდებთ. ისინი ერთი ვერტიკალით იმართებიან“.

„სხვაზე საუბარი ყოველთვის ნიშნავს, რომ თავისი ჭირი, რაც აქვთ, სურთ, სხვას დააბრალონ. აქ ბრძოლა მიდის დემოკრატიისთვის, ბრძოლა მიდის იმისთვის, რომ საქართველოს ოპოზიციური სპექტრი არსებობდეს, თავისუფალი მედია არსებობდეს, მათ შორის არსებობდეს სამოქალაქო საზოგადოება. ეს რეჟიმიც უნდა შეიცვალოს, მაგრამ, როცა ამბობენ, ბრძოლა მიმდინარეობსო, ბრძოლა მიმდინარეობს იმისთვის, რომ გადავრჩეთ და დავამარცხოთ, საბოლოო ჯამში, რუსული რეჟიმი. ამიტომ, თუ ვინმეს აქვს ამ ბრძოლაში დირექტივა მიღებული, აქვს მიღებული ივანიშვილს, რომ კრიტიკულად მოაზროვნე ნებისმიერი ადამიანი, მათ შორის არასამთავრობოთ თუ ოპოზიციის წარმომადგენლები, აკრძალოს“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„სხვაზე საუბარი ყოველთვის ნიშნავს, რომ თავისი ჭირი, რაც აქვთ, სურთ, სხვას დააბრალონ. აქ ბრძოლა მიდის დემოკრატიისთვის, ბრძოლა მიდის იმისთვის, რომ საქართველოს ოპოზიციური სპექტრი არსებობდეს, თავისუფალი მედია არსებობდეს, მათ შორის არსებობდეს სამოქალაქო საზოგადოება. ეს რეჟიმიც უნდა შეიცვალოს, მაგრამ, როცა ამბობენ, ბრძოლა მიმდინარეობსო, ბრძოლა მიმდინარეობს იმისთვის, რომ გადავრჩეთ და დავამარცხოთ, საბოლოო ჯამში, რუსული რეჟიმი. ამიტომ, თუ ვინმეს აქვს ამ ბრძოლაში დირექტივა მიღებული, აქვს მიღებული ივანიშვილს, რომ კრიტიკულად მოაზროვნე ნებისმიერი ადამიანი, მათ შორის არასამთავრობოთ თუ ოპოზიციის წარმომადგენლები, აკრძალოს“
ირაკლი ფავლენიშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.