ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

ირაკლი ფავლენიშვილი – ყველას ვუსურვებთ წარმატებას ივანიშვილის და არა „ნაციონალური მოძრაობის“, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში, ვისურვებდი, შეწყვიტონ ცილისწამება ჩვენს პარტიასთან დაკავშირებით

ნაციონალური მოძრაობის დროებითი მმართველი საბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა, რომ ყველას ვუსურვებთ წარმატებას ივანიშვილის და არა ნაციონალური მოძრაობისა და მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში. მან ასევე მოუწოდა შეწყვიტონ პარტიის წინააღმდეგ ცილისწამება და აღნიშნა, რომ იზიარებს ლევან ხაბეიშვილის გზავნილს გამბედავი ნაბიჯების საჭიროების შესახებ.

ირაკლი ფავლენიშვილი – ყველას ვუსურვებთ წარმატებას ივანიშვილის და არა „ნაციონალური მოძრაობის“, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში, ვისურვებდი, შეწყვიტონ ცილისწამება ჩვენს პარტიასთან დაკავშირებით
ირაკლი ფავლენიშვილი – ყველას ვუსურვებთ წარმატებას ივანიშვილის და არა „ნაციონალური მოძრაობის“, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში, ვისურვებდი, შეწყვიტონ ცილისწამება ჩვენს პარტიასთან დაკავშირებითპირველი არხი

ჩვენ ყველას ვუსურვებთ წარმატებას ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში, ოღონდ არა „ნაციონალური მოძრაობის“, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დროებითი მმართველი საბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

„ხალხი უკვე დაიღალა ამ მუდმივი თავდასხმებით, ამიტომაც ნამდვილად აღარ ვაპირებ, ჩავერიო ამ თავდასხმებში. ვიმეორებ, ყველას ვუსურვებ წარმატებას რაც არ უნდა მათი ქმედებები, განცხადებები ყოფილიყო ჩვენთვის მიუღებელი, ივანიშვილს თუ შეებრძოლებიან, დაუპირისპირდებიან, ვუსურვებ წარმატებას. ვისურვებდი, მალე შეწყვიტონ ბრალდებები, ცილისწამება და ჭორები „ნაციონალური მოძრაობასთან“ დაკავშირებით“, – განაცხადა ფავლენიშვილმა.

რაც შეეხება ლევან ხაბეიშვილის პოსტთან დაკავშირებით დასმულ კითხვას, რომელშიც ხაბეიშვილმა უმოქმედობა გააკრიტიკა და „შიშის დაძლევისა და გამბედავი ნაბიჯების“ საჭიროებაზე ისაუბრა, ფავლენიშვილმა აღნიშნა, რომ იზიარებს ამ გზავნილს.

„რა თქმა უნდა, ვიზიარებ ამ გზავნილს, ამიტომაც ვაკეთებ ამ განცხადებას, რომ აღარ ვაპირებ მუდმივად ერთი და იმავეს საუბარს. ყველამ ყველაფერი გაიგო, დებატებზე სამწუხაროდ არ დასხდნენ ადამიანები იქით მხრიდან. ახლა საჭიროა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლა და ყველას ვუსურვებ წარმატებას, რაც არ უნდა თავდასხმებს ჰქონოდა ადგილი, მათი მხრიდან ჩვენს წინააღმდეგ“, – აღნიშნა ფავლენიშვილმა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ხალხი უკვე დაიღალა ამ მუდმივი თავდასხმებით, ამიტომაც ნამდვილად აღარ ვაპირებ, ჩავერიო ამ თავდასხმებში. ვიმეორებ, ყველას ვუსურვებ წარმატებას რაც არ უნდა მათი ქმედებები, განცხადებები ყოფილიყო ჩვენთვის მიუღებელი, ივანიშვილს თუ შეებრძოლებიან, დაუპირისპირდებიან, ვუსურვებ წარმატებას. ვისურვებდი, მალე შეწყვიტონ ბრალდებები, ცილისწამება და ჭორები „ნაციონალური მოძრაობასთან“ დაკავშირებით“
ირაკლი ფავლენიშვილი
„რა თქმა უნდა, ვიზიარებ ამ გზავნილს, ამიტომაც ვაკეთებ ამ განცხადებას, რომ აღარ ვაპირებ მუდმივად ერთი და იმავეს საუბარს. ყველამ ყველაფერი გაიგო, დებატებზე სამწუხაროდ არ დასხდნენ ადამიანები იქით მხრიდან. ახლა საჭიროა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლა და ყველას ვუსურვებ წარმატებას, რაც არ უნდა თავდასხმებს ჰქონოდა ადგილი, მათი მხრიდან ჩვენს წინააღმდეგ“
ირაკლი ფავლენიშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.