აშშ-ის ჩრდილო-აღმოსავლეთში ძლიერ შტორმს მსხვერპლი მოჰყვა
აშშ-ის ჩრდილო-აღმოსავლეთში ძლიერი შტორმის გამო ნიუ-იორკსა და ნიუ-ჯერსიში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. სტიქიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დატბორილია გზები და სახლები, ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი დაახლოებით 100 000 აბონენტი, ხოლო ათასობით ფრენა გადადებულია ან გაუქმებულია.

ძლიერი შტორმია აშშ-ის ჩრდილო-აღმოსავლეთში. ნიუ-იორკსა და ნიუ-ჯერსიში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. არის მსხვერპლი - დაღუპულია ერთი ადამიანი.
დატბორილია გზები და საცხოვრებელი სახლები, ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი დაახლოებით 100 000 აბონენტი.
უამინდობის გამო, გადადებული და გაუქმებულია ათასობით ფრენა. სინოპტიკოსების ინფორმაციით, უამინდობა კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდება.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…