ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიმსოფლიოსტატია

ძლიერი შტორმის გამო, აშშ-ის რამდენიმე შტატის აეროპორტებში ასობით რეისი გაუქმდა ან შეფერხდა

აშშ-ის ჩრდილო-აღმოსავლეთში ძლიერი ქარიშხლის გამო საჰაერო მიმოსვლა შეფერხდა. ქვეყანაში 2 000-ზე მეტი რეისი დაყოვნდა, ხოლო 330 გაუქმდა. ყველაზე მეტად ბოსტონის ლოგანის საერთაშორისო აეროპორტი დაზარალდა. ავიაკომპანიებმა რეისების შეცვლის ჯარიმები გააუქმეს.

ძლიერი შტორმის გამო, აშშ-ის რამდენიმე შტატის აეროპორტებში ასობით რეისი გაუქმდა ან შეფერხდა
ძლიერი შტორმის გამო, აშშ-ის რამდენიმე შტატის აეროპორტებში ასობით რეისი გაუქმდა ან შეფერხდარუსთავი 2

ჩრდილო-აღმოსავლეთის ძლიერი ქარიშხალი აშშ-ის მასშტაბით საჰაერო მიმოსვლას აფერხებს. დღეს ქვეყანაში 2 000-ზე მეტი რეისი დაყოვნდა, 330 კი გაუქმდა, რადგან რეგიონს ძლიერი ქარი და კოკისპირული წვიმა დაატყდა თავს.

FlightAware-ის მონაცემებით, რეისების შეფერხება ყველაზე მეტად ბოსტონის ლოგანის საერთაშორისო აეროპორტს შეეხო, სადაც, სულ მცირე 127 რეისი გაუქმდა, 65 კი დაყოვნდა.

ფრენები შეფერხდა ასევე მასაჩუსეტსის შტატში მდებარე აეროპორტებშიც. ავიაკომპანიები რეგიონისთვის მოსალოდნელი ამინდის პირობების გათვალისწინებით, აუქმებენ ჯარიმებს ჩრდილო-აღმოსავლეთის სხვადასხვა აეროპორტის მიმართულებით დაგეგმილი რეისების შეცვლისთვის. აღნიშნული შეღავათი ვრცელდება ისეთ მსხვილ აეროპორტებზე, როგორიცაა ბოსტონის "ლოგანის" საერთაშორისო აეროპორტი და ნიუ-იორკის "ლა-გუარდიას" აეროპორტი.

წყარო: CNN

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.