81 000 მოქალაქე ქონების გადასახადისგან თავისუფლდება - შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტის ბიუროს დღეს წარედგინება
პარლამენტის ბიუროს წარედგინება კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც ქონების გადასახადზე 40 000-ლარიანი ზღვარი უქმდება და გადასახადი მხოლოდ იმ მოქალაქეებზე გავრცელდება, რომელთა წლიური შემოსავალი 100 ათასი ლარი ან მეტია. ცვლილების შედეგად 81 ათასი მოქალაქე ქონების გადასახადისგან თავისუფლდება.

პარლამენტი მოქალაქეებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის ინიციატივაზე იწყებს მუშაობას. ქონების გადასახადთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტი დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომას წარედგინება, რის შემდეგაც დაიწყება მისი როგორც საკომიტეტო, ისე სასესიო ფორმატში განხილვა.
კანონპროექტის თანახმად, ქონების გადასახადზე 40 000-ლარიანი ზღვარი უქმდება და ქონების გადასახადის ვალდებულება მხოლოდ იმ მოქალაქეებზე გავრცელდება, რომელთა წლიური შემოსავალი 100 ათასი ლარი ან მეტია. ამ ცვლილების შედეგად 81 ათასი მოქალაქე ქონების გადასახადისგან თავისუფლდება. ცვლილებებს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს და 1 ოქტომბრიდან ამოქმედდება, შესაბამისად, ცვლილება მიმდინარე წელს შესავსებ ქონების დეკლარაციებსაც შეეხება.
„ჩვენს მოქალაქეებს შეუმსუბუქებს ფინანსურ მდგომარეობას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან დაახლოებით 81000 მოქალაქეს გაუუქმდება ქონების გადასახადი. ამიტომ, მე ვფიქრობ, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ჩვენი გუნდის, იმ სხვა გადაწყვეტილებებთან ერთად, რაც მოქალაქეებზე ზრუნვას ითვალისწინებს“, - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ვაკის რაიონის დელეგატი ზუკა რურუა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- იმედინიუსი81 000 მოქალაქე ქონების გადასახადისგან თავისუფლდება - შესაბამისი კანონპროექტი ბიუროს სხდომას დღეს წარედგინება
- რუსთავი 2ეს რესურსი აქვს ქვეყნის ბიუჯეტს და შეგვიძლია, ასეთი შეღავათი დავუშვათ - გია ვოლსკი საგადასახადო ინიციატივაზე
- რუსთავი 2დღეს ბიუროს სხდომას წარედგინება კანონპროექტი, რომლითაც 81 000 მოქალაქე ქონების გადასახადისგან თავისუფლდება
- POSTV81 000 მოქალაქე ქონების გადასახადისგან თავისუფლდება. შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტის ბიუროს დღეს
- BM.GEპარლამენტი ქონების გადასახადის ₾40 000-იანი ზღვრის გაუქმებას ერთ დღეში განიხილავს - ბიურომ კანონპროექტი დაარეგისტრირა
- პირველი არხიბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდა კანონპროექტი, რომელიც ქონების გადასახადზე 40-ათასლარიანი ზღვარის გაუქმებას ითვალისწინებს, გადასახადს მხოლოდ 100 ათასი ლარისა და მეტი შემოსავლის მქონე პირები გადაიხდიან
- BM.GEქონების გადასახადის ზღვარი ₾100 000-მდე იზრდება - რამდენი პროცენტით დაიბეგრებიან ფიზიკური პირები?
- რუსთავი 2პარლამენტში ინიციირებული "საქართველოს საგადასახადო კოდექსში" ცვლილებით, წესდება ერთიანი, 100 000 ლარის ოდენობის ზღვარი, რომლის ფარგლებში ფიზიკური პირი სრულად თავისუფლდება ქონების გადასახადისგან
- ტაბულაქონების გადასახადის ზღვარს მიმდინარე კვირაში, დაჩქარებული წესით შეცვლიან
ციტატები სტატიიდან
„ჩვენს მოქალაქეებს შეუმსუბუქებს ფინანსურ მდგომარეობას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან დაახლოებით 81000 მოქალაქეს გაუუქმდება ქონების გადასახადი. ამიტომ, მე ვფიქრობ, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ჩვენი გუნდის, იმ სხვა გადაწყვეტილებებთან ერთად, რაც მოქალაქეებზე ზრუნვას ითვალისწინებს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…