ქონების გადასახადს ის ოჯახები გადაიხდიან, ვისი შემოსავალიც 100 ათას ლარზე მეტია
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, იგეგმება საკანონმდებლო ცვლილება, რომლის მიხედვითაც ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის შეღავათის ზღვარი 40 ათასი ლარიდან 100 ათას ლარამდე იზრდება. ცვლილების შედეგად, ოჯახები, რომელთა წლიური შემოსავალი 100 ათას ლარს არ აღემატება, ქონების გადასახადს აღარ გადაიხდიან.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, იგეგმება საკანონმდებლო ცვლილება, რომლის მიხედვითაც ქონების გადასახადს მხოლოდ ისინი გადაიხდიან, რომელთა წლიური შემოსავალიც 100 ათას ლარს გადააჭარბებს. ამ დრომდე ეს ზღვარი 40 ათასი ლარი იყო.
აღნიშნული ცვლილება 2026 წლის 1 ოქტომბრიდან ამოქმედდება და 2025 წლის განმავლობაში მიღებულ შემოსავალსა და დასაბეგრ ქონებას შეეხება, რომლის დეკლარირებაც მიმდინარე წლის 1 ნოემბრამდე უნდა განხორციელდეს – წერს შემოსავლების სამსახური.
„მომზადდა, კანონპროექტი, რომელიც ქონების გადასახადთან დაკავშირებით მნიშვნელოვან ცვლილებას ითვალისწინებს.
კერძოდ, ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის შეღავათის ზღვარი 40 ათასი ლარიდან 100 ათას ლარამდე იზრდება, რაც ნიშნავს, რომ დაახლოებით 80 ათასზე მეტი ოჯახი, რომელთა წლიური შემოსავალი 100 ათას ლარს არ აღემატება, ქონების გადასახადს აღარ გადაიხდის.
დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ამ ოჯახებს ჯამურად დაახლოებით 22 მილიონი ლარის ქონების გადასახადის გადახდა მოუწევდათ. ცვლილების ამოქმედების შემდეგ მათ ეს ვალდებულება აღარ ექნებათ.
მნიშვნელოვანია, რომ კანონპროექტის განხილვა დაჩქარებული წესით მიმდინარეობს, რათა შესაბამისმა პირებმა უკვე მიმდინარე წელს ისარგებლონ აღნიშნული შეღავათით“ – აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ამ თემაზე:
ვის შეეხება ქონების გადასახადი და რატომ? – „შეიძლება ითქვას, მთელი ქვეყანა ბომბზე ზის“
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- BM.GE81 ათასი ოჯახი ქონების გადასახადს აღარ გადაიხდის - შემოსავლების სამსახურის უფროსი
- რუსთავი 2მამუკა ბარათაშვილი ქონების გადასახადზე: 81 000 გადამხდელს შეეხება ეს შეღავათი - მათ მიერ ბიუჯეტში გადასახდელი თანხა, დაახლოებით, 22 მილიონ ლარს შეადგენდა
- რადიო თავისუფლებაქონების გადასახადის ზღვრის ცვლილება წელსვე შეეხება 2025 წლის შემოსავლებს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…