ქონების გადასახადის ზღვარს მიმდინარე კვირაში, დაჩქარებული წესით შეცვლიან
პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი საგადასახადო კოდექსში ცვლილებებს დაჩქარებული წესით განიხილავს. კანონპროექტის მიხედვით, ფიზიკური პირი ქონების გადასახადს გადაიხდის, თუ მისი ოჯახის წლიური შემოსავალი 100 000 ლარზე მეტი იქნება.

პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი საგადასახადო კოდექსში ცვლილების დაჩქარებული წესით განხილვას დაიწყებს.
კანონპროექტის მიხედვით, ფიზიკური პირი ქონების გადასახადს გადაიხდის, თუ მისი ოჯახის წლიური შემოსავალი 100 000 ლარზე მეტი იქნება. მოქალაქეები დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.8%-ს და არაუმეტეს 1%-ს გადაიხდიან.
ცვლილება შეეხება იმ ქონების გადასახადსაც, რომლის დეკლარირებაც მიმდინარე წლის ოქტომბერში უნდა მოხდეს.
პარლამენტი საკანონმდებლო ცვლილებას მიმდინარე სასესიო კვირაში მიიღებს.
"ქონების გადასახადისგან გათავისუფლებისთვის შემოსავლის ზღვრის დაწესების ძირითად მიზანს დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ოჯახების დამატებითი საგადასახადო ვალდებულისგან დაცვა წარმოადგენს, რასაც მოქმედი მოდელი ვერ უზრუნველყოფს" - წერია განმარტებით ბარათში.
მოქმედი კანონმდებლობით, ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით და განისაზღვრება შემდეგი ოდენობით:
40 000-100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.05 პროცენტისა და არა უმეტეს 0.2 პროცენტისა;
100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.8 პროცენტისა და არა უმეტეს 1 პროცენტისა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
9 სტატია81 000 მოქალაქე ქონების გადასახადისგან თავისუფლდება - შესაბამისი კანონპროექტი ბიუროს სხდომას დღეს წარედგინება
81 000 მოქალაქე ქონების გადასახადისგან თავისუფლდება - შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტის ბიუროს დღეს წარედგინება
ეს რესურსი აქვს ქვეყნის ბიუჯეტს და შეგვიძლია, ასეთი შეღავათი დავუშვათ - გია ვოლსკი საგადასახადო ინიციატივაზე
დღეს ბიუროს სხდომას წარედგინება კანონპროექტი, რომლითაც 81 000 მოქალაქე ქონების გადასახადისგან თავისუფლდება
81 000 მოქალაქე ქონების გადასახადისგან თავისუფლდება. შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტის ბიუროს დღეს
პარლამენტი ქონების გადასახადის ₾40 000-იანი ზღვრის გაუქმებას ერთ დღეში განიხილავს - ბიურომ კანონპროექტი დაარეგისტრირა
ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდა კანონპროექტი, რომელიც ქონების გადასახადზე 40-ათასლარიანი ზღვარის გაუქმებას ითვალისწინებს, გადასახადს მხოლოდ 100 ათასი ლარისა და მეტი შემოსავლის მქონე პირები გადაიხდიან
ქონების გადასახადის ზღვარი ₾100 000-მდე იზრდება - რამდენი პროცენტით დაიბეგრებიან ფიზიკური პირები?
პარლამენტში ინიციირებული "საქართველოს საგადასახადო კოდექსში" ცვლილებით, წესდება ერთიანი, 100 000 ლარის ოდენობის ზღვარი, რომლის ფარგლებში ფიზიკური პირი სრულად თავისუფლდება ქონების გადასახადისგან
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…