პარლამენტში ინიციირებული "საქართველოს საგადასახადო კოდექსში" ცვლილებით, წესდება ერთიანი, 100 000 ლარის ოდენობის ზღვარი, რომლის ფარგლებში ფიზიკური პირი სრულად თავისუფლდება ქონების გადასახადისგან
პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი საგადასახადო კოდექსში ცვლილებებს დაჩქარებული წესით განიხილავს. კანონპროექტი ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე ქონების გადასახადისგან გათავისუფლების ზღვარს 40 000 ლარიდან 100 000 ლარამდე ზრდის და ის 2026 წლის დეკლარირებაზეც გავრცელდება.

პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი "საქართველოს საგადასახადო კოდექსში" ცვლილების დაჩქარებული წესით განხილვას დაიწყებს.
კანონპროექტი ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე (გარდა მიწისა) ქონების გადასახადისგან გათავისუფლებისთვის განსაზღვრული ოჯახის მიერ მიღებული შემოსავლის ზღვრის 40 000 ლარიდან 100 000 ლარამდე გაზრდას ითვალისწინებს.
პროექტი ასევე ითვალისწინებს აღნიშნული ცვლილების გავრცელებას იმ ქონების გადასახადზე, რომლის დეკლარირება, "საქართველოს საგადასახადო კოდექსის" შესაბამისად, 2026 წელს უნდა განხორციელდეს.
პარლამენტი საკანონმდებლო ცვლილებას მიმდინარე სასესიო კვირაში მიიღებს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
9 სტატია81 000 მოქალაქე ქონების გადასახადისგან თავისუფლდება - შესაბამისი კანონპროექტი ბიუროს სხდომას დღეს წარედგინება
81 000 მოქალაქე ქონების გადასახადისგან თავისუფლდება - შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტის ბიუროს დღეს წარედგინება
ეს რესურსი აქვს ქვეყნის ბიუჯეტს და შეგვიძლია, ასეთი შეღავათი დავუშვათ - გია ვოლსკი საგადასახადო ინიციატივაზე
დღეს ბიუროს სხდომას წარედგინება კანონპროექტი, რომლითაც 81 000 მოქალაქე ქონების გადასახადისგან თავისუფლდება
81 000 მოქალაქე ქონების გადასახადისგან თავისუფლდება. შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტის ბიუროს დღეს
პარლამენტი ქონების გადასახადის ₾40 000-იანი ზღვრის გაუქმებას ერთ დღეში განიხილავს - ბიურომ კანონპროექტი დაარეგისტრირა
ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდა კანონპროექტი, რომელიც ქონების გადასახადზე 40-ათასლარიანი ზღვარის გაუქმებას ითვალისწინებს, გადასახადს მხოლოდ 100 ათასი ლარისა და მეტი შემოსავლის მქონე პირები გადაიხდიან
ქონების გადასახადის ზღვარი ₾100 000-მდე იზრდება - რამდენი პროცენტით დაიბეგრებიან ფიზიკური პირები?
ქონების გადასახადის ზღვარს მიმდინარე კვირაში, დაჩქარებული წესით შეცვლიან
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…