ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდა კანონპროექტი, რომელიც ქონების გადასახადზე 40-ათასლარიანი ზღვარის გაუქმებას ითვალისწინებს, გადასახადს მხოლოდ 100 ათასი ლარისა და მეტი შემოსავლის მქონე პირები გადაიხდიან
პარლამენტის ბიუროს სხდომაზე წარედგინა კანონპროექტი, რომელიც ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადზე არსებული 40-ათასლარიანი ზღვარის გაუქმებას ითვალისწინებს. ცვლილებების მიხედვით, გადასახადს მხოლოდ 100 ათასი ლარისა და მეტი შემოსავლის მქონე პირები გადაიხდიან. პარლამენტი დოკუმენტს დაჩქარებული წესით განიხილავს.

ქონების გადასახადთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადზე არსებული 40-ათასლარიანი ზღვარის გაუქმებას ითვალისწინებს, პარლამენტის ბიუროს დღეს წარედგინა.
კერძოდ, ცვლილებების მიხედვით, უძრავ-მოძრავ ქონებაზე დაწესებული ყოველწლიური გადასახადი გაუქმდება იმ მოქალაქეებისთვის, ვისი შემოსავალიც 40 ათასი ლარი და მეტია.
გადასახადს მხოლოდ 100 ათასი ლარისა და მეტი შემოსავლის მქონე ფიზიკური პირები გადაიხდიან.
პარლამენტი კანონპროექტს დაჩქარებული წესით განიხილავს.
„საქმე ეხება ქონების გადასახადის 40-ათასიანი ზღვარის გაუქმებას და მხოლოდ 100-ათასლარიანი ზღვარის დატოვებას, დაჩქარებული წესით განხილვაა მოთხოვნილი. ერთ დღეს ორივე მოსმენითაც განვიხილავთ“, – აღნიშნა ბიუროს სხდომაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.
ქონების გადასახადისგან დაახლოებით 81 000 პირი გათავისუფლდება. ცვლილება ოქტომბრიდან ამოქმედდება და მიმდინარე წელს შესავსებ ქონების დეკლარაციებსაც შეეხება.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
9 სტატია81 000 მოქალაქე ქონების გადასახადისგან თავისუფლდება - შესაბამისი კანონპროექტი ბიუროს სხდომას დღეს წარედგინება
81 000 მოქალაქე ქონების გადასახადისგან თავისუფლდება - შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტის ბიუროს დღეს წარედგინება
ეს რესურსი აქვს ქვეყნის ბიუჯეტს და შეგვიძლია, ასეთი შეღავათი დავუშვათ - გია ვოლსკი საგადასახადო ინიციატივაზე
დღეს ბიუროს სხდომას წარედგინება კანონპროექტი, რომლითაც 81 000 მოქალაქე ქონების გადასახადისგან თავისუფლდება
81 000 მოქალაქე ქონების გადასახადისგან თავისუფლდება. შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტის ბიუროს დღეს
პარლამენტი ქონების გადასახადის ₾40 000-იანი ზღვრის გაუქმებას ერთ დღეში განიხილავს - ბიურომ კანონპროექტი დაარეგისტრირა
ქონების გადასახადის ზღვარი ₾100 000-მდე იზრდება - რამდენი პროცენტით დაიბეგრებიან ფიზიკური პირები?
პარლამენტში ინიციირებული "საქართველოს საგადასახადო კოდექსში" ცვლილებით, წესდება ერთიანი, 100 000 ლარის ოდენობის ზღვარი, რომლის ფარგლებში ფიზიკური პირი სრულად თავისუფლდება ქონების გადასახადისგან
ქონების გადასახადის ზღვარს მიმდინარე კვირაში, დაჩქარებული წესით შეცვლიან
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…