ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

აშშ-ის ელჩი - დონალდ ტრამპმა სი ძინპინს ჰკითხა, სურს თუ არა ჩინეთს აშშ-ის იარაღის შეძენა

ჩინეთში აშშ-ის ელჩის, დევიდ პერდიუს განცხადებით, დონალდ ტრამპმა სი ძინპინს ჩინეთისთვის აშშ-ის იარაღის მიყიდვა შესთავაზა. მოგვიანებით თეთრმა სახლმა და სახელმწიფო დეპარტამენტმა უარყვეს ჩინეთისთვის იარაღის მიყიდვის გეგმა და აღნიშნეს, რომ ამას კანონმდებლობაც კრძალავს.

აშშ-ის ელჩი - დონალდ ტრამპმა სი ძინპინს ჰკითხა, სურს თუ არა ჩინეთს აშშ-ის იარაღის შეძენა
აშშ-ის ელჩი - დონალდ ტრამპმა სი ძინპინს ჰკითხა, სურს თუ არა ჩინეთს აშშ-ის იარაღის შეძენაინტერპრესნიუსი

ჩინეთში აშშ-ის ელჩმა, დევიდ პერდიუმ, განაცხადა, რომ გასულ კვირას ჩინეთის ლიდერ სი ძინპინთან შეხვედრისას აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩინეთს იარაღის მიყიდვა შესთავაზა.

„პრეზიდენტი ტრამპი მუდმივად აღნიშნავს, რომ ჩვენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნისთვის იარაღის მიყიდვას ვახორციელებთ. მან, ფაქტობრივად, ჰკითხა პრეზიდენტ სის, ხომ არ ისურვებდა გარკვეულ მომენტში მათ შეძენას“, - აღნიშნა დიპლომატმა.

ელჩმა ეს კომენტარი ტაივანთან დაკავშირებით აშშ-ის პოლიტიკაზე საუბრისას გააკეთა.

ტაივანი უკვე თვეებია ელოდება დონალდ ტრამპის თანხმობას იარაღის მიყიდვის ახალ პაკეტზე, რომლის ღირებულებაც 14 მილიარდ დოლარს შეადგენს - ეს მას შემდეგ, რაც გასული წლის დეკემბერში რეკორდული, მრავალმილიარდიანი გარიგება გამოცხადდა.

ჩინეთში აშშ-ის ელჩის ამ განცხადების შემდეგ თეთრმა სახლმა New York Times-ს განუცხადა, რომ აშშ ჩინეთისთვის იარაღის მიყიდვას არ გეგმავს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა კი აღნიშნა, რომ „აშშ-ის კანონმდებლობა კრძალავს ჩინეთისთვის იარაღის მიყიდვას და არ არსებობს არც შეთავაზება და არც გეგმა ჩინეთისთვის იარაღის მიყიდვის თაობაზე“.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„პრეზიდენტი ტრამპი მუდმივად აღნიშნავს, რომ ჩვენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნისთვის იარაღის მიყიდვას ვახორციელებთ. მან, ფაქტობრივად, ჰკითხა პრეზიდენტ სის, ხომ არ ისურვებდა გარკვეულ მომენტში მათ შეძენას“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
„აშშ-ის კანონმდებლობა კრძალავს ჩინეთისთვის იარაღის მიყიდვას და არ არსებობს არც შეთავაზება და არც გეგმა ჩინეთისთვის იარაღის მიყიდვის თაობაზე“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.