სი ძინპინი - აშშ და ჩინეთი პარტნიორები უნდა იყვნენ და არა მეტოქეები
ჩინეთის ლიდერის, სი ძინპინის განცხადებით, აშშ და ჩინეთი პარტნიორები უნდა იყვნენ და არა მეტოქეები. აშშ-ში ჩასულმა ჩინეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ორივე ქვეყანას შეუძლია ხელი შეუწყოს ერთმანეთის წარმატებას. დაგეგმილია სი ძინპინისა და დონალდ ტრამპის შეხვედრა.

ჩინეთის ლიდერის სი ძინპინის განცხადებით, შეერთებული შტატები და ჩინეთი პარტნიორები უნდა იყვნენ და არა მეტოქეები.
„ერთად შეგვიძლია და უნდა ვიპოვოთ სწორი მიდგომა, რათა ჩინეთმა და შეერთებულმა შტატებმა -ორმა დიდმა ქვეყანამ - ახალ ეპოქაში ერთმანეთთან კარგად ურთიერთობდნენ. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამას შევძლებთ”, - აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც სი ძინპინმა აშშ-ში ჩასვლისას გაავრცელა.
მისი თქმით, „ჩინელი ერის დიდებული აღორძინება” და “ამერიკის კვლავ დიდებულად გახდომა” შეიძლება ერთმანეთს შეუთავსდეს;
“ამასთან, ორ ქვეყანას შეუძლია ხელი შეუწყოს ერთმანეთის წარმატებას და ამით სარგებელი მოუტანოს მთელ მსოფლიოს“, - აღნიშნა სი ძინპინმა.
ცნობისთვის, ჩინეთის პრეზიდენტი აშშ-ში ჩავიდა. სი ძინპინსა და მის მეუღლეს დონალდ და მელანია ტრამპები მერილენდში, ენდრიუსის გაერთიანებულ სამხედრო ბაზაზე დახვდნენ. სი ძინპინისა და დონალდ ტრამპის შეხვედრა დღეისთვის არის დაგეგმილი.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.