დემოკრატებმა წარმომადგენელთა პალატაში მოიპოვეს 1992 წლის შემდეგ ყველაზე დიდი უმრავლესობა
აშშ-ის მედიის ცნობით, დემოკრატებმა წარმომადგენელთა პალატაში 1992 წლის შემდეგ ყველაზე დიდი უმრავლესობა გაინაღდეს, რესპუბლიკელებმა კი უმრავლესობა სენატშიც დაკარგეს.

ამერიკული მედიასაშუალებების, მათ შორის Associated Press-ის, ABC News-ის, CBS News-ის და The New York Times-ის ინფორმაციით, დემოკრატებმა ბოლო ოცდაათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ყველაზე დიდი უმრავლესობა უკვე გაინაღდეს მას შემდეგ, რაც ჩრდილოეთი კაროლინის მეხუთე ოლქში დემოკრატმა ჩაკ ჰაბარდმა დაამარცხა რესპუბლიკელი ვირჯინია ფოქსი.
ეს შედეგი ცნობილი გახდა 22 ნოემბერს. ფოქსის მოთხოვნით ხმების ხელახლა დათვლამ აჩვენა, რომ ჰაბარდს 330-ით მეტი ხმა აქვს.
2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნების შედეგები შესაჯამებელია კიდევ ოთხ ოლქში.
დემოკრატიულ პარტიას კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში 258 წევრი ბოლოს ჰყავდა 1992 წლის ნოემბრის შუალედური არჩევნების შედეგად. მას შემდეგ საუკეთესო შედეგი(257) მიიღეს 2008 წლის არჩევნებით.
აშშ-ში 2026 წლის 3 ნოემბერს ჩატარებული შუალედური არჩევნების შედეგად რესპუბლიკელებმა უმრავლესობა დაკარგეს როგორც კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში, ისე სენატში.
დემოკრატები უმრავლესობაში იქნებიან 100-წევრიან სენატშიც.
კონგრესის ახალი შემადგენლობა საქმიანობას ოფიციალურად შეუდგება 2027 წლის 3 იანვრიდან.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…