განათლების მინისტრი მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე მოსწავლეებს, სტუდენტებს, მასწავლებლებსა და მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს და უსაფრთხო, ჯანსაღი სასწავლო გარემოს შექმნის მნიშვნელობაზე საუბრობს.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე მოსწავლეებს, სტუდენტებსა და პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს.
“მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებს, სკოლის დირექტორებს, სტუდენტებსა და სრულიად საზოგადოებას გულითადად გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!
განსაკუთრებით ვულოცავ ჩვენს პირველკლასელებს, რომლებიც დღეს პირველად შეაღებენ სკოლის კარს.
სკოლა ის ადგილია, სადაც იდგმება პირველი ნაბიჯები მომავლისკენ, სადაც ბავშვები, ცოდნის მიღებასთან ერთად, სწავლობენ ერთმანეთის პატივისცემას, მეგობრობას, პასუხისმგებლობასა და საკუთარი შესაძლებლობების რწმენას.
ჩვენი მთავარი ამოცანაა, თითოეული მოსწავლისთვის უზრუნველყოფილი იყოს უსაფრთხო, ჯანსაღი და თანამედროვე სასწავლო გარემო. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ზოგადი განათლების რეფორმა და ბოლო წლებში განხორციელებული თითოეული ინიციატივა.
მსურს, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენს მასწავლებლებს, სკოლის დირექტორებსა და თანამშრომლებს — თქვენი პროფესიონალიზმი, თავდადება და ყოველდღიური შრომა უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს მოსწავლეთა განვითარებასა და სასკოლო გარემოს გაუმჯობესებაში.
მადლობას ვუხდი მშობლებს ნდობისა და მხარდაჭერისთვის. თქვენი ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში და თანადგომა ბავშვის წარმატების მნიშვნელოვან საფუძველს ქმნის.
მჯერა, რომ ახალი სასწავლო წელი თითოეული მოსწავლისთვისა და სტუდენტისთვის საინტერესო აღმოჩენების, ახალი შესაძლებლობებისა და წარმატების გზის საწყისი იქნება.
კიდევ ერთხელ, გილოცავთ! გისურვებთ ნაყოფიერ, საინტერესო და სიხარულითა და დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით სავსე წელს!”, - აცხადებს გივი მიქანაძე.
ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- რუსთავი 2გივი მიქანაძე: მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებს, სკოლის დირექტორებს, სტუდენტებსა და სრულიად საზოგადოებას გულითადად გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას
- პირველი არხიგივი მიქანაძე – გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას, მჯერა, ახალი სასწავლო წელი თითოეული მოსწავლისა და სტუდენტისთვის საინტერესო აღმოჩენების, ახალი შესაძლებლობებისა და წარმატების გზის საწყისი იქნება
- იმედინიუსიგივი მიქანაძე: მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებს, სკოლის დირექტორებს, სტუდენტებსა და სრულიად საზოგადოებას გულითადად გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!
- რუსთავი 2რამდენიმე წელიწადში, სკოლაში ერთიანად დამკვიდრდება სასკოლო ფორმის კულტურა - გივი მიქანაძე
- იმედინიუსიგივი მიქანაძემ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლიდან მიულოცა
- რუსთავი 2გივი მიქანაძემ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლიდან მიულოცა
- POSTVგივი მიქანაძემ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება პირველი ექსპერიმენტული საჯარო
- POSTVგივი მიქანაძე: „მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებს, სკოლის დირექტორებს, სტუდენტებსა და სრულიად
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…