პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

რამდენიმე წელიწადში, სკოლაში ერთიანად დამკვიდრდება სასკოლო ფორმის კულტურა - გივი მიქანაძე

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა მოსწავლეებს ახალი სასწავლო წელი მიულოცა და საჯარო სკოლებში დაგეგმილი სიახლეები, მათ შორის სასკოლო ფორმის კულტურის ეტაპობრივად დამკვიდრება და ახალი სახელმძღვანელოები წარადგინა. გივი მიქანაძის განცხადებით, ფორმები წელს პირველკლასელებს შეეხებათ, ხოლო უახლოესი თვეების განმავლობაში სხვა კლასებსაც გადაეცემათ.

რამდენიმე წელიწადში, სკოლაში ერთიანად დამკვიდრდება სასკოლო ფორმის კულტურა - გივი მიქანაძე
რუსთავი 2

ახალი სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა მიულოცა.

გივი მიქანაძემ ყურადღება გაამახვილა იმ ცვლილებებზე, რომელიც ახალი სასწავლო წლიდან ამოქმედდა.

მისი თქმით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ფორმების კულტურა, რომელიც რამდენიმე წელში ყველა კლასში დამკვიდრდება.

"ვულოცავ ახალი სასწავლო წლის დაწყებას სრულიად საქართველოს. პირველ რიგში, მინდა მივულოცო ყველა მოსწავლეს, მასწავლებელს, მშობელს, სრულიად სასკოლო საზოგადოებას. განსაკუთრებით მინდა მივულოცო ყველა პირველკლასელს, რომლებიც პირველად შეაღებენ სკოლის კარს და მიუსხდებიან მერხებს. ვუსურვებ წარმატებულ, ნაყოფიერ სასწავლო წელს.

წელს, 2085 საჯარო სკოლიდან 2070-ში ვიწყებთ დასწრებით სასწავლო პროცესს. 11 სკოლა გვაქვს გადასული ონლაინ რეჟიმში. 4 სკოლა, რომელშიც მთავრდება სრული რეაბილიტაცია, ან ახალ აშენებულია, 16 -18 სექტემბერს დაიწყებს სასწავლო პროცესს.

პირველ, მეშვიდე და მეათეკლასელებს დახვდებათ სრულიად ახალი სახელმძღვანელოები ქართულ ენასა და ლიტერატურაში, საქართველოს ისტორიაში, გეოგრაფიაში, მათემატიკაში, საბუნებისმეტყველო მიმართულებებში, ფიზიკასა და ქიმიაში.

მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ახალი სასწავლო წლიდან, წელს შემოგვაქვს ფორმის კულტურა საჯარო სკოლებში. 15 სექტემბერს პირველკლასელები უკვე სასკოლო ფორმით აღჭურვილნი მიეშურებიან სკოლებში. უახლოესი ორი თვის განმავლობაში, მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე კლასელებსაც უზრუნველვყოფთ სასკოლო ფორმებით და ეს ეტაპობრივად, ყოველწლიურად გაიზრდება თითო კლასით. რამდენიმე წელიწადში, სკოლაში ერთიანად დამკვიდრდება სასკოლო ფორმის კულტურა", - განაცხადა გივი მიქანაძემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

8 სტატია
სამთავრობო 7ნეიტრალური 1
  1. რუსთავი 2სამთავრობოგივი მიქანაძე: მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებს, სკოლის დირექტორებს, სტუდენტებსა და სრულიად საზოგადოებას გულითადად გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას
  2. პირველი არხისამთავრობოგივი მიქანაძე – გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას, მჯერა, ახალი სასწავლო წელი თითოეული მოსწავლისა და სტუდენტისთვის საინტერესო აღმოჩენების, ახალი შესაძლებლობებისა და წარმატების გზის საწყისი იქნება
  3. იმედინიუსისამთავრობოგივი მიქანაძე: მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებს, სკოლის დირექტორებს, სტუდენტებსა და სრულიად საზოგადოებას გულითადად გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!
  4. ინტერპრესნიუსინეიტრალურიგანათლების მინისტრი მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს
  5. იმედინიუსისამთავრობოგივი მიქანაძემ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლიდან მიულოცა
  6. რუსთავი 2სამთავრობოგივი მიქანაძემ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლიდან მიულოცა
  7. POSTVსამთავრობოგივი მიქანაძემ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება პირველი ექსპერიმენტული საჯარო
  8. POSTVსამთავრობოგივი მიქანაძე: „მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებს, სკოლის დირექტორებს, სტუდენტებსა და სრულიად
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ახალი სასწავლო წელი დაიწყო - 45 000 პირველკლასელმა სკოლაში პირველად დარეკილ ზარს მოუსმინაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები