პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გივი მიქანაძემ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლიდან მიულოცა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ახალი სასწავლო წლის დაწყება თბილისის პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლიდან მიულოცა საზოგადოებას. მინისტრის განცხადებით, უწყების პრიორიტეტია ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. საქართველოში 15 სექტემბერს დაწყებულ ახალ სასწავლო წელს სკოლებმა 45 000 პირველკლასელი მიიღეს.

გივი მიქანაძემ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლიდან მიულოცა
იმედინიუსი

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, ოჯახთან და პირველკლასელ შვილთან ერთად, ახალი სასწავლო წლის დაწყება საზოგადოებას თბილისის პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლიდან მიულოცა. ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, სამინისტროს მთავარი პრიორიტეტია თითოეული მოსწავლისთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, რასაც ადასტურებს 2026-2027 სასწავლო წლისთვის განხორციელებული არაერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა.

გივი მიქანაძემ მასწავლებლებს, სკოლის დირექტორებსა და ადმინისტრაციის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა იმ დაუღალავი შრომისთვის, რომელსაც ყოველდღიურად ეწევიან. მინისტრის თქმით, სასკოლო ცხოვრებაში ჩართული თითოეული ადამიანის პროფესიული საქმიანობა ფასდაუდებელია.

15 სექტემბერს საქართველოში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. სკოლებმა, ქვეყნის მასშტაბით, 45 000 პირველკლასელი მიიღეს. ახალ სასწავლო წელს 30 სკოლა სრულიად განახლებული სასწავლო გარემოთი ხვდება.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

8 სტატია
სამთავრობო 7ნეიტრალური 1
  1. რუსთავი 2სამთავრობოგივი მიქანაძე: მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებს, სკოლის დირექტორებს, სტუდენტებსა და სრულიად საზოგადოებას გულითადად გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას
  2. პირველი არხისამთავრობოგივი მიქანაძე – გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას, მჯერა, ახალი სასწავლო წელი თითოეული მოსწავლისა და სტუდენტისთვის საინტერესო აღმოჩენების, ახალი შესაძლებლობებისა და წარმატების გზის საწყისი იქნება
  3. იმედინიუსისამთავრობოგივი მიქანაძე: მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებს, სკოლის დირექტორებს, სტუდენტებსა და სრულიად საზოგადოებას გულითადად გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!
  4. ინტერპრესნიუსინეიტრალურიგანათლების მინისტრი მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს
  5. რუსთავი 2სამთავრობორამდენიმე წელიწადში, სკოლაში ერთიანად დამკვიდრდება სასკოლო ფორმის კულტურა - გივი მიქანაძე
  6. რუსთავი 2სამთავრობოგივი მიქანაძემ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლიდან მიულოცა
  7. POSTVსამთავრობოგივი მიქანაძემ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება პირველი ექსპერიმენტული საჯარო
  8. POSTVსამთავრობოგივი მიქანაძე: „მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებს, სკოლის დირექტორებს, სტუდენტებსა და სრულიად
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ახალი სასწავლო წელი დაიწყო - 45 000 პირველკლასელმა სკოლაში პირველად დარეკილ ზარს მოუსმინაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები