პრემიერი: ყველა მოსწავლეს და სტუდენტს, პედაგოგებს, პროფესორ-მასწავლებლებს და მშობლებს, გულითადად გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! განსაკუთრებით გილოცავთ პირველკლასელებსა და პირველკურსელებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მოსწავლეებს, სტუდენტებს, პედაგოგებს და მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და განსაკუთრებით მიმართა პირველკლასელებსა და პირველკურსელებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მოსწავლეებს, სტუდენტებს, პედაგოგებს, პროფესორ-მასწავლებლებსა და მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს.
"ყველა მოსწავლეს და სტუდენტს, პედაგოგებს, პროფესორ-მასწავლებლებს და მშობლებს, გულითადად გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!
განსაკუთრებით გილოცავთ პირველკლასელებსა და პირველკურსელებს, ვისთვისაც დღეს ცოდნის შეძენის, პიროვნული ზრდისა და ახალი შესაძლებლობების უმნიშვნელოვანესი ეტაპი იწყება.
სწორედ თქვენი ცოდნა, განათლება და შრომისმოყვარეობა განსაზღვრავს ჩვენი სახელმწიფოს სიძლიერეს და საიმედო მომავალს. მჯერა, არაერთ წარმატებას მიაღწევთ.
მომავალი თაობების აღზრდის საქმეში ფასდაუდებელია ჩვენი პედაგოგების როლი. მადლობას ვუხდი თითოეულ მასწავლებელსა და ლექტორს ამ საპატიო მისიის ერთგულად შესრულებისთვის.
ნაყოფიერ, საინტერესო და წარმატებულ სასწავლო წელს გისურვებთ!" - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- იმედინიუსიპრემიერი: ყველა მოსწავლეს და სტუდენტს, პედაგოგებს, პროფესორ-მასწავლებლებს და მშობლებს, გულითადად გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! განსაკუთრებით გილოცავთ პირველკლასელებსა და პირველკურსელებს, ვისთვისაც დღეს ცოდნის შეძენის, პიროვნული ზრდისა და ახალი შესაძლებლობების უმნიშვნელოვანესი ეტაპი იწყება. სწორედ თქვენი ცოდნა, განათლება და შრომისმოყვარეობა განსაზღვრავს ჩვენი სახელმწიფოს სიძლიერეს და საიმედო მომავალს
- POSTVირაკლი კობახიძე: “ყველა მოსწავლეს და სტუდენტს, პედაგოგებს, პროფესორ-მასწავლებლებს და მშობლებს, გულითადად
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.