პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გივი მიქანაძე: მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებს, სკოლის დირექტორებს, სტუდენტებსა და სრულიად საზოგადოებას გულითადად გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებს, სკოლის დირექტორებს, სტუდენტებსა და საზოგადოებას ახალი სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მთავარი ამოცანა უსაფრთხო, ჯანსაღი და თანამედროვე სასწავლო გარემოს უზრუნველყოფაა.

გივი მიქანაძე: მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებს, სკოლის დირექტორებს, სტუდენტებსა და სრულიად საზოგადოებას გულითადად გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას
რუსთავი 2

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებს, სკოლის დირექტორებს, სტუდენტებსა და საზოგადოებას ახალი სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს.

როგორც უწყების ხელმძღვანელი აღნიშნავს, სამინისტროს მთავარი ამოცანაა, თითოეული მოსწავლისთვის უზრუნველყოფილი იყოს უსაფრთხო, ჯანსაღი და თანამედროვე სასწავლო გარემო.

"მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებს, სკოლის დირექტორებს, სტუდენტებსა და სრულიად საზოგადოებას გულითადად გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!

განსაკუთრებით ვულოცავ ჩვენს პირველკლასელებს, რომლებიც დღეს პირველად შეაღებენ სკოლის კარს.

სკოლა ის ადგილია, სადაც იდგმება პირველი ნაბიჯები მომავლისკენ, სადაც ბავშვები, ცოდნის მიღებასთან ერთად, სწავლობენ ერთმანეთის პატივისცემას, მეგობრობას, პასუხისმგებლობასა და საკუთარი შესაძლებლობების რწმენას.

ჩვენი მთავარი ამოცანაა, თითოეული მოსწავლისთვის უზრუნველყოფილი იყოს უსაფრთხო, ჯანსაღი და თანამედროვე სასწავლო გარემო. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ზოგადი განათლების რეფორმა და ბოლო წლებში განხორციელებული თითოეული ინიციატივა.

მსურს, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენს მასწავლებლებს, სკოლის დირექტორებსა და თანამშრომლებს - თქვენი პროფესიონალიზმი, თავდადება და ყოველდღიური შრომა უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს მოსწავლეთა განვითარებასა და სასკოლო გარემოს გაუმჯობესებაში.

მადლობას ვუხდი მშობლებს ნდობისა და მხარდაჭერისთვის. თქვენი ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში და თანადგომა ბავშვის წარმატების მნიშვნელოვან საფუძველს ქმნის.

მჯერა, რომ ახალი სასწავლო წელი თითოეული მოსწავლისთვისა და სტუდენტისთვის საინტერესო აღმოჩენების, ახალი შესაძლებლობებისა და წარმატების გზის საწყისი იქნება.

კიდევ ერთხელ, გილოცავთ! გისურვებთ ნაყოფიერ, საინტერესო და სიხარულითა და დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით სავსე წელს!", - აღნიშნულია მინისტრის მისალოც წერილში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

8 სტატია
სამთავრობო 7ნეიტრალური 1
  1. პირველი არხისამთავრობოგივი მიქანაძე – გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას, მჯერა, ახალი სასწავლო წელი თითოეული მოსწავლისა და სტუდენტისთვის საინტერესო აღმოჩენების, ახალი შესაძლებლობებისა და წარმატების გზის საწყისი იქნება
  2. იმედინიუსისამთავრობოგივი მიქანაძე: მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებს, სკოლის დირექტორებს, სტუდენტებსა და სრულიად საზოგადოებას გულითადად გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!
  3. ინტერპრესნიუსინეიტრალურიგანათლების მინისტრი მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს
  4. რუსთავი 2სამთავრობორამდენიმე წელიწადში, სკოლაში ერთიანად დამკვიდრდება სასკოლო ფორმის კულტურა - გივი მიქანაძე
  5. იმედინიუსისამთავრობოგივი მიქანაძემ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლიდან მიულოცა
  6. რუსთავი 2სამთავრობოგივი მიქანაძემ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლიდან მიულოცა
  7. POSTVსამთავრობოგივი მიქანაძემ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება პირველი ექსპერიმენტული საჯარო
  8. POSTVსამთავრობოგივი მიქანაძე: „მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებს, სკოლის დირექტორებს, სტუდენტებსა და სრულიად
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
გივი მიქანაძემ პროფესიული კოლეჯის სტუდენტებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები