გივი მიქანაძემ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლიდან მიულოცა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ახალი სასწავლო წლის დაწყება თბილისის პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლიდან მიულოცა საზოგადოებას. როგორც მინისტრმა აღნიშნა, სამინისტროს პრიორიტეტია ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და მან მადლობა გადაუხადა მასწავლებლებსა და სკოლის თანამშრომლებს. 15 სექტემბერს ქვეყნის მასშტაბით სკოლებმა 45 000 პირველკლასელი მიიღეს.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, ოჯახთან და პირველკლასელ შვილთან ერთად, ახალი სასწავლო წლის დაწყება საზოგადოებას თბილისის პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლიდან მიულოცა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, სამინისტროს მთავარი პრიორიტეტია თითოეული მოსწავლისთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, რასაც ადასტურებს 2026-2027 სასწავლო წლისთვის განხორციელებული არაერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა.
გივი მიქანაძემ მასწავლებლებს, სკოლის დირექტორებსა და ადმინისტრაციის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა იმ დაუღალავი შრომისთვის, რომელსაც ყოველდღიურად ეწევიან. მინისტრის თქმით, სასკოლო ცხოვრებაში ჩართული თითოეული ადამიანის პროფესიული საქმიანობა ფასდაუდებელია.
15 სექტემბერს საქართველოში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. სკოლებმა, ქვეყნის მასშტაბით, 45 000 პირველკლასელი მიიღეს. ახალ სასწავლო წელს 30 სკოლა სრულიად განახლებული სასწავლო გარემოთი ხვდება.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- რუსთავი 2გივი მიქანაძე: მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებს, სკოლის დირექტორებს, სტუდენტებსა და სრულიად საზოგადოებას გულითადად გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას
- პირველი არხიგივი მიქანაძე – გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას, მჯერა, ახალი სასწავლო წელი თითოეული მოსწავლისა და სტუდენტისთვის საინტერესო აღმოჩენების, ახალი შესაძლებლობებისა და წარმატების გზის საწყისი იქნება
- იმედინიუსიგივი მიქანაძე: მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებს, სკოლის დირექტორებს, სტუდენტებსა და სრულიად საზოგადოებას გულითადად გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!
- ინტერპრესნიუსიგანათლების მინისტრი მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს
- რუსთავი 2რამდენიმე წელიწადში, სკოლაში ერთიანად დამკვიდრდება სასკოლო ფორმის კულტურა - გივი მიქანაძე
- იმედინიუსიგივი მიქანაძემ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლიდან მიულოცა
- POSTVგივი მიქანაძემ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება პირველი ექსპერიმენტული საჯარო
- POSTVგივი მიქანაძე: „მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებს, სკოლის დირექტორებს, სტუდენტებსა და სრულიად
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.