ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

პენიტენციური მუსელიანის განცხადებაზე: პენიტენციური სისტემის დისკრედიტაციის მცდელობაა

სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება აქციების დროს დაკავებული არჩილ მუსელიანცის განცხადებას გლდანის ციხეში არსებული მძიმე პირობების შესახებ. უწყება მუსელიანცის ბრალდებებს ანტისანიტარიაზე, სამედიცინო მომსახურების მიუწვდომლობაზე, უხარისხო საკვებსა და ცენზურაზე სრულ სიცრუესა და პენიტენციური სისტემის დისკრედიტაციის მცდელობას უწოდებს.

პენიტენციური მუსელიანის განცხადებაზე: პენიტენციური სისტემის დისკრედიტაციის მცდელობაა
პენიტენციური მუსელიანის განცხადებაზე: პენიტენციური სისტემის დისკრედიტაციის მცდელობაატაბულა

სპეციალური პენიტენციური სამსახური აქციების დროს დაკავებული არჩილ მუსელიანცის განცხადებას ციხეში არასათანადო პირობების შესახებ "პენიტენციური სისტემის დისკრედიტაციის მცდელობას" და "ცრუს" უწოდებს.

განცხადების მტკიცებით, ციხეში ანტისანიტარიისა და კომუნიკაციების მოუწესრიგებლობის შესახებ ბრალდებები "სიცრუეა" და ეს პენიტენციური სისტემისთვის "ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია". ამასთან, პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ სამედიცინო მომსახურების მიუწვდომლობის პრობლემა არ არსებობს და პატიმრებს სამედიცინო დახმარებაზე წვდომა აქვთ.

გარდა ამისა, განცხადებაში წერია, რომ პატიმრების კვების ხარისხის კონტროლი პენიტენციური სამსახურისთვის ასევე "ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია". სამსახური ასევე უარყოფს ბრალდებას ცენზურის შესახებ და აცხადებს, რომ კორესპონდენციას შინაარსის გაცნობის გარეშე ამოწმებენ.

ცნობისთვის, აქციების დროს დაკავებულმა არჩილ მუსელიანცმა წერილი გაავრცელა, რომელშიც გლდანის ციხეში არსებულ მძიმე პირობებსა და პრობლემებს აღწერს. მუსელიანცი, მათ შორის, წერს, რომ პატიმრებს დამამცირებლად ეპყრობიან, საკვები უხარისხო და ჭუჭყიანია, სანიტარიული და ჰიგიენური ნორმები არ არის დაცული, ხოლო სამედიცინო დახმარება არასათანადოა, რადგან ციხე პატიმრებით გადატვირთულია, ექიმებისა და ექთნების რაოდენობა კი არასაკმარისია.

"აუცილებელია, აღინიშნოს, რომ მუსელიანცი გამოირჩევა კონფლიქტური ქცევით არა მხოლოდ დაწესებულების ადმინისტრაციის, არამედ სხვა მსჯავრდებულების მიმართ, რის გამოც ხშირად უწევს საკნის შეცვლა. დაწესებულების დებულების შესაბამისად კი, როდესაც ხდება მსჯავრდებულის გადაყვანა ერთი საკნიდან მეორეში, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ხდება გარკვეული დროით მისი განთავსება ე.წ. კარანტინში. შესაბამისად, მუსელიანცისთვის, რომელმაც უკვე არაერთი საკანი შეიცვალა, საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ საკნიდან გაყვანისას იგი კარანტინში იქნებოდა განთავსებული და მისი განცხადება, თითქოს მოულოდნელად გადაიყვანეს კარანტინში და ეს გაკეთდა მასზე ზეწოლის მოხდენის მიზნით, სრული სიცრუეა.

სიცრუეა მისი განცხადებებიც პენიტენციურ დაწესებულებაში ანტისანიტარიასა და კომუნიკაციების მოუწესრიგებლობაზე. შევახსენებთ საზოგადოებას, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების დაცვის მიზნით რეგულარულად ხორციელდება დასუფთავება და შესაბამისი სადეზინფექციო ღონისძიებები, რასთან დაკავშირებით პენიტენციურ სამსახურს ინფორმაცია არაერთხელ გაუვრცელებია და ეს საკითხი პენიტენციური სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია.

მსჯავრდებული ცრუობს, როდესაც აცხადებს, თითქოს დაწესებულებაში სამედიცინო მომსახურება მიუწვდომელია პატიმართა დიდი რაოდენობის გამო. სინამდვილეში მსჯავრდებულ/ბრალდებულებს აქვთ შესაძლებლობა მიმართონ სამედიცინო პერსონალს, დაწესებულებაშივე მიიღონ შესაბამისი სამედიცინო დახმარება, ხოლო, საჭიროების შემთხვევაში, ხორციელდება მათი სამოქალაქო სექტორის კლინიკაში გადაყვანა და ნებისმიერი მაღალტექნოლოგიური გამოკვლევისა თუ მკურნალობის უზრუნველყოფა.

ასევე, სრული სიცრუეა ინფორმაცია, თითქოს პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულებს ხარისხიანი საკვები არ მიეწოდებათ. საზოგადოების ინფორმირების მიზნით განვმარტავთ, რომ მსჯავრდებულთა კვება ხორციელდება დადგენილი მენიუსა და შესაბამისი კვებითი/სანიტარიული მოთხოვნების დაცვით. კვების ხარისხის კონტროლი კი პენიტენციური სამსახურის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია.

რაც შეეხება მსჯავრდებულის მიერ გაჟღერებულ ბრალდებას კორესპონდენციის შემოწმების შესახებ, აღვნიშნავთ, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში კორესპონდენციის მიღება, გაგზავნა და შემოწმება ხორციელდება უსაფრთხოების მოთხოვნების შესაბამისად, შინაარსის გაცნობის გარეშე. მუსელიანცის განცხადება მისივე წერილის შინაარსს ეწინააღმდეგება, ვინაიდან ცხადზე ცხადია, რომ მას აქვს შესაძლებლობა, დაუბრკოლებლად მიაწვდინოს წერილი მედიასაშუალებებს. შესაბამისად, კონკრეტული შემთხვევის წარმოჩენა დაწესებულების თანამშრომლების მიერ უკანონო „ცენზურის“ დამკვიდრებად, წარმოადგენს საკითხის არასწორ ინტერპრეტაციას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას.

სპეციალური პენიტენციური სამსახური განმარტავს, რომ მსჯავრდებულთა უფლებების დაცვა, უსაფრთხოებისა და სათანადო პირობების უზრუნველყოფა სამსახურის პრიორიტეტია. შესაბამისად, სამსახური მოუწოდებს მედიასაშუალებებსა და ყველა დაინტერესებულ პირს, პენიტენციურ სისტემასთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელებისას დაეყრდნონ გადამოწმებულ და დადასტურებულ ფაქტებს და თავი შეიკავონ ისეთი ინფორმაციის გავრცელებისგან, რომელიც არ ასახავს რეალობას და საზოგადოებაში მცდარი წარმოდგენების ჩამოყალიბებას ემსახურება". - წერია განცხადებაში.

მასალის შესახებპირველწყარო: ტაბულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.