ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

დააკავეს კაცი, რომელიც ყოფილ ცოლს იარაღით ემუქრებოდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული მუქარის, იძულებისა და იარაღის უკანონო შენახვის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს. გამოძიების თანახმად, ბრალდებულმა ყოფილ მეუღლეს ცეცხლსასროლი იარაღის დემონსტრირებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა და თავისუფლება უკანონოდ შეუზღუდა.

დააკავეს კაცი, რომელიც ყოფილ ცოლს იარაღით ემუქრებოდა
დააკავეს კაცი, რომელიც ყოფილ ცოლს იარაღით ემუქრებოდაTV პირველი

ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული მუქარის, იძულებისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ერთი პირი დააკავეს - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია საუბარი.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ოჯახური კონფლიქტის დროს, ბრალდებული ყოფილ მეუღლეს ცეცხლსასროლი იარაღის დემონსტრირებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა და გარკვეული დროით თავისუფლება უკანონოდ შეუზღუდა.

სამართალდამცველებმა მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, პნევმატური და ცეცხლსასროლი იარაღები ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

პოლიციამ ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ბრალდებულის სახით დააკავა"- წერს შსს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 11-150-ე და 11-151-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.