კახეთის პოლიციამ ოჯახში ჩადენილი ძალადობის და მუქარის ბრალდებით 1 პირი ცხელ კვალზე დააკავა
კახეთის პოლიციამ მეუღლესა და არასრულწლოვან შვილზე ძალადობასა და სიცოცხლის მოსპობის მუქარაში ბრალდებული პირი ზესტაფონში ცხელ კვალზე დააკავა. შსს-ს ცნობით, წარსულში ნასამართლევმა კაცმა დანაშაული თელავში ჩაიდინა და მიიმალა; მას 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოჯახის წევრის მიმართ მუქარის, ოჯახში არასრულწლოვნის თანდასწრებით ჩადენილი და ასევე, არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული ძალადობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ საზღვარგარეთიდან ახლადდაბრუნებულმა მამაკაცმა მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს, თელავში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, რის შემდეგაც, ფიზიკურად იძალადა შვილზეც და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ცხელ კვალზე, იმერეთის რეგიონში, კერძოდ, ზესტაფონში დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა და 11 პრიმა 151-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…