ირაკლი კობახიძე მადლობას უხდის ყველას, ვინც ფონიჭალაში სამძებრო სამუშაოებში იყო ჩართული
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მადლობას უხდის შინაგან საქმეთა სამინისტროს, მეხანძრე-მაშველებსა და მერიის სამსახურებს, რომლებიც ფონიჭალაში სამძებრო სამუშაოებში მონაწილეობდნენ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მადლობას უხდის ყველას, ვინც ფონიჭალაში სამძებრო სამუშაოებში იყო ჩართული.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, მათ თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმუმი გააკეთეს.
„მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც ჩართული იყო საძიებო სამუშაოებში, მადლობას ვუხდი შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, მადლობა მინდა გადავუხადო მეხანძრე-მაშველებს, შინაგან საქმეთა მინისტრს, მერიის სამსახურებს, მათ მაქსიმუმი გააკეთეს და მადლობა ამისთვის“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…