მსოფლიო · 14 ნოემბერი, 02:07
FlightAware: აშშ-ში, ფრენების შეჩერების ფონზე, თითქმის 7 000 რეისი გადაიდო ან გაუქმდა
აშშ-ში საკომუნიკაციო პრობლემის გამო თითქმის 7 000 ავიარეისი გადაიდო ან გაუქმდა — ტრანსპორტის მდივნის, შონ დაფის ცნობით, ხარვეზმა საჰაერო მოძრაობის მართვის ყველა საკონტროლო ცენტრი მოიცვა.

FlightAware-ის მონაცემებით, აშშ-ში ფრენების შეჩერების გამო თითქმის 7 000 რეისი გადაიდო ან გაუქმდა.
შეფერხებებმა შეერთებული შტატების ყველა აეროპორტი მოიცვა, ამიტომ მოსალოდნელია, რომ ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზრდება.
აშშ-ის ტრანსპორტის მდივნის, შონ დაფის განცხადებით, შეზღუდვის მიზეზი საკომუნიკაციო პრობლემა გახდა, რომელმაც საჰაერო მოძრაობის მართვის ყველა საკონტროლო ცენტრი მოიცვა.
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…